ტენდერი ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის შენობის კაპიტალური სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე.
განაცხადის თარიღი: 2011 წ. 2 ნოემბერი
დახურვის თარიღი: 2011 წ. 11 ნოემბერი 16:00.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”პირველი ნაბიჯი საქართველო” აცხადებს დამატებით კონკურსს სამშენებლო ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც ქუთაისში შეასრულებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის შენობის კაპიტალურ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს:
1.შიდა სარემონტო სამუშაოები
- სანტექნიკური სამუშაოები
- სამღებრო სამუშაოები
- მეტლახის მოწყობა
- კარები, ფანჯრების მონტაჟი
- კედლების ლესვა
- კედლების ამოშენება
- და სხვა
გარე სარემონტო სამუშაოები
- ბუნებრივი აირის, ელექტრობისა და წყლის ფართამდე მისაყვანი გარეთა სამუშაოები
- ახალი კიბეებისა და პანდუსის მოწყობა
- ფასადის სამუშაოები და სხვა
სატენდერო დოკუმენტაცია შედგება განმარტებითი ბარათის და მოსალოდნელ სამუშაოთა ჩამონათვალისაგან. სამუშაოთა ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ჩასატარებელ სამუშაოთა რაოდენობა დადგინდება შემსრულებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი მუშაობით.
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა ა/.წ. 11 ნოემბერს 16:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე :
- ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები)
- ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის სასამართლო დადგენილება ან ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით) და წესდების ასლი
- ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება
- ცნობა საჯარო რეესტრიდან ორგანიზაციის ქონებაზე ყადაღის არ არსებობის შესახებ
- ცნობა საქალაქო სასამართლოდან იმის შესახებ რომ არ მიმდინარეობს ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების ან სანაციის პროცესი
- 2010 წლის ნოემბრიდან - 2011 წლის 7 ნოემბრამდე ორგანიზაციის ფინანსური ბრუნვის შესახებ საბანკო ამონაწერი
- ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური (საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მითითებებით) შესაბამისი რეკომენდაციებით
- ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ბალანსზე აღრიცხული ტექნიკურ საშუალებათა ჩამონათვალი
- პროექტში მონაწილე თანამშრომელთა სია და მათი კვალიფიკაციები
- შევსებული ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც აუცილებელია გამოსაყენებელი მასალების მწარმოებელი ქვეყნისა და ბრენდის მითითება
აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ ჩაითვლება სრულფასოვნად და არ მოხდება მისი განხილვა.
სატენდერო განცხადება განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდებზე: , ; ;
”პირველი ნაბიჯი საქართველოს” საკონტაქტო ინფორმაცია:
ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ #21 ბ,
საკონტაქტო პირი: ირინა გიორგობიანი: (+995 32)2603604; (+995 32)2603624;
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წ. 11 ნოემბერი 16:00.
გისურვებთ წარმატებას!