World Vision საქართველო აცხადებს კონკურსს პოზიციაზე: ტრენერი ვეტერინარიაში
დეპარტამენტი: კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა
ანგარიშვალდებულება: კახეთის საველე ოპერაციების მენეჯერი
ჩატარების ადგილი: კახეთი/თელავი
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 1 თვე
პოზიციის სახელწოდება: “WVG-KADP-TV”
კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა არის გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს თემის განვითარებას ბავშვთა კეთილდღეობისთვის.
პროგრამის საქმიანობა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას – განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა. თელავის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში შეირჩა 24 სამიზნე თემი, სადაც იმუშავებს პროგრამა.
თემის საინიციატივო ჯგუფები, თემის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის მმართველობის წარმომადგენლები, არიან პროგრამის მხარდამჭერები, რომლებიც მხარს უჭერენ ინიციატივებს განვითარებისთვის პროგრამის დაწყებითი ეტაპიდან მის დასრულებამდე.
პოზიციის მიზანი:
ტრენერმა უნდა მოახსდინოს პირველადი საჭირობებისა და პრობლემების კვლვეა კახეთის რეგიონალური ოფისის თანამშრომლებთან ერთად და მის მიერ შედგენილი ტრენინგ პაკეტი მოარგოს კვლევის შედეგებს და რეკომენდაციებს.
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
- საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- ცოდნა და გამოცდილება ვეტერინარიის, პრობლემებისა და საჭირობების შესახებ
- ცოდნა და გამოცდილება ტრენინგების ჩატარებაში
- თემში ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (რეგიონული გამოცილება პლიუსია)
- ჰქონდეს გამოცდილება საწყისი მონაცემების კვლევასა და შემუშავებაში, ასევე ტრენინგების გეგმისა და ანგარიშების მომზადებაში.
- ესმოდეს სოფლის კონტექსტი და შეეძლოს პრობლემების და საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება.
- იყოს მტკიცე და კონსტრუქციული ტრენინგების და უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით
- კითხვა/წერა ინგლისურ ენაზე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სასურველია
ძირითადი მოვალეობები:
- მხარი დაუჭიროს პროექტის განხორციელებას პროექტის დიზაინთან მიმართებაში
- საჭიროებების კვლევა.
- ტრენერთა ტრენინგის პაკეტის შექმნა რეგიონში არსებული ვეტერინარული პრობლემების და საქონლის ძირითადი დაავადებებისა და მკურნალობა/პრევენციის საჭიროებებიდან გამომდინარე.
- 1 ტრენინგების ჩატარება
- ტრენერის რეპორტის წარმოება
მოსალოდნელი შედეგები:
- საჭირობებათა კითხვარის გეგმა/კითხვარი
- ტრენინგის პაკეტი და მასალები
- ტრენერის რეპორტი
განაცხადის შემოტანა:
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, წარმოადგინონ CV(ავტობიოგრაფია), მოტივაციის წერილი და ტრენინგ მოდული შემდეგ მისამართზე: . გთხოვთ პოზიციის სახელწოდება “WVG-KADP-TV” მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.
განაცხადების მიღების საბოლოო თარიღი: 2011 წლის 27 ნოემბერი