"World Vision"-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხუთ კონტინენტზე, ასზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. ეს არის ადამიანთა დახმარებაზე, განვითარებასა და ადვოკატირებაზე მიმართული ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბისა და უსამართლობის დასაძლევად.
"World Vision საქართველო" აცხადებს ტენდერს ჯუჯა ვაშლის, კაკლის სარგავი მასალისა და ნიორის სათესლე მასალის მოწოდებაზე (2011 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერის გაგრძელება).
I ლოტი: ჯუჯა ვაშლის სარგავი მასალა
II ლოტი: ჯუჯა კაკლის სარგავი მასალა
III ლოტი: ნიორის სათესლე მასალა
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "World Vision"-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა"-სთან ერთად, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს "ეკონომიკური განვითარება საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის" პროექტს.
პროექტის მიზანი:
სიღარიბის შემცირება და ახალგაზრდობის ჩართვა სასიცოცხლო/საშემოსავლო საშუალებების განვითარების პროცესში, საქართველოში იძულებით გადაადგილებული ოჯახების დასახმარებლად.
I ლოტი - ჯუჯა ვაშლის სარგავი მასალა:
სარგავი მასალისადმი წაყენებული მოთხოვნები:
- M9 საძირეზე ნამყენი მაღალმოსავლიანი კონდიციური მინიმუმ ერთწლიანი ჯუჯა ვაშლის ნერგები;
- რაოდენობა: 2400 ცალი (10% დაზღვევით).
სარგავ მასალას უნდა ახლდეს ჯიშის აღწერილობა. ადგილობრივი წარმოების სარგავი მასალა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტს, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სერტიფიკატით. იმპორტულ სარგავ მასალას უნდა ახლდეს წარმოშობისა და ფიტოსანიტარული სერტიფიკატები.
II ლოტი - ჯუჯა კაკლის სარგავი მასალა:
სარგავი მასალისადმი წაყენებული მოთხოვნები:
- ჯუჯა კაკლის კონდიციური მინიმუმ ერთწლიანი ნერგები;
- რაოდენობა: 900 ცალი (10% დაზღვევით).
სარგავ მასალას უნდა ახლდეს ჯიშის აღწერილობა. ადგილობრივი წარმოების სარგავი მასალა უნდა შეესაბამებოდეს "კაკლისა და თხილის ნერგის სახელმწიფო სტანდარტს" (სსტ-74:2009. 17.07.09. რეგ.#268-11-00231), რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სერტიფიკატით. იმპორტულ სარგავ მასალას უნდა ახლდეს წარმოშობისა და ფიტოსანიტარული სერტიფიკატები.
III ლოტი - ნიორის სათესლე მასალა:
- ელიტური სტანდარტული თესლი (საშუალო ან მსხვილი);
- რაოდენობა: 350-450 კგ (კბილების რაოდენობა: 72000 ცალი).
სათესლე მასალას უნდა ახლდეს ჯიშის აღწერილობა. ადგილობრივი წარმოების სათესლე მასალა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტს, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სერტიფიკატით. იმპორტულ სათესლე მასალას უნდა ახლდეს წარმოშობისა და ფიტოსანიტარული სერტიფიკატები.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:
1. კომერციული წინადადება რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ორგანიზაციის/კომპანიის სრული დასახელება
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
- მისამართი
- ტელეფონი
- საბანკო რეკვიზიტები
- პროდუქციის დასახელება, აღწერილობა
- თითოეულის ფასი ლარში, საერთო ჯამი დ.ღ.გ.-ს გარეშე ლარში, საერთო ჯამი დ.ღ.გ.-ს ჩათვლით ლარში
- პროდუქციის მიწოდების ვადები და პირობები
- შესაბამისი ზემოთმითითებული სერტიფიკატები
2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
3. ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ
4. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
5. ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2011 წლის 28 ოქტომბერი, 13:00 საათი. დაგვიანებული დოკუმენტები არ მიიღება.
ტენდერის სამივე ლოტი გაიხსნება 28 ოქტომბერს და ჩატარდება ღია, გამჭვირვალე ფორმატით. თითოეული ლოტისათვის წინადადებები განიხილება ცალ-ცალკე, შესაბამისად, გთხოვთ, ყველა ლოტზე ცალ-ცალკე წარადგინოთ კომერციული შემოთავაზება დალუქულ კონვერტებში. უმორჩილესად გთხოვთ, მობრძანდეთ ქვემოთმოცემული გრაფიკის შესაბამის დროს, რათა დაიცვათ თქვენი ინტერესები. წინასწარ გიხდით მადლობას.
I ლოტი: ჯუჯა ვაშლის სარგავი მასალა - 15:00
II ლოტი: ჯუჯა კაკლის სარგავი მასალა - 16:00
III ლოტი: ნიორის სათესლე მასალა - 17:00
კონვერტი ზემოთაღნიშნული დოკუმენტაციით უნდა წარმოადგინოთ ყოველდღე, 9:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, შემდეგ მისამართზე: "World Vision საქართველოს" თბილისის ოფისი, იმედაშვილის ქ. 18/17.
საკონტაქტო პირი: არტემ ოგანეზოვი - "World Vision საქართველოს" შესყიდვების ასისტენტი
ოფისი: (832) 215 7515
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის/ორგანიზაციის და ლოტის დასახელება.