საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს.   პროფკურორტი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  გუდვილი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  თეგეტა მოტორსი 
შირნჰოფერი  შპს.   ბანკი რესპუბლიკა  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  DMG WEST LINES  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს დიზაინ სითი 
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  One World   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა კავკასიის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  Oxford House  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   აიელსი  საგანმანათლებლო ცენტრი   ბიდისი აკადემია  P/T/G  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE 
   ვაკანსია:

ტენდერი სარგავი მასალების მოწოდებაზე

   კომპანია:

World Vision

   განთავსებულია:  22 ნოე. 2011
   ბოლო ვადა:  5 დეკ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  (832) 215 7515
   კატეგორია:

ტენდერი

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"World Vision"-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხუთ კონტინენტზე, ასზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. ეს არის ადამიანთა დახმარებაზე, განვითარებასა და ადვოკატირებაზე მიმართული ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბისა და უსამართლობის დასაძლევად.

"World Vision საქართველო" აცხადებს ტენდერს სარგავი მასალების მოწოდებაზე:

I ლოტი: დაფესვიანებული M9M საძირეები
II ლოტი: ნექტარინის (ვაშლატამა) ნერგები
III ლოტი: ჯუჯა ვაშლის ნამყენი მაღალმოსავლიანი კონდიციური ნერგები (4-5 ჯიშის).

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "World Vision"-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა"-სთან ერთად, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს "ეკონომიკური განვითარება საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის" პროექტს. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და ახალგაზრდობის ჩართვა სასიცოცხლო/საშემოსავლო საშუალებების განვითარების პროცესში, საქართველოში იძულებით გადაადგილებული ოჯახების დასახმარებლად.

I ლოტი - დაფესვიანებული M9M საძირეები:

სარგავი მასალისადმი წაყენებული მოთხოვნები:

- რაოდენობა: 10 000 - 15 000 ცალი;
- სარგავ მასალას უნდა ახლდეს ჯიშის აღწერილობა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ადგილობრივი წარმოების სარგავ მასალას). იმპორტულ სარგავ მასალას უნდა ახლდეს წარმოშობისა და ფიტოსანიტარული სერტიფიკატები.

II ლოტი - ნექტარინის (ვაშლატამა) ნერგები:

სარგავი მასალისადმი წაყენებული მოთხოვნები:

- რაოდენობა: 830 ცალი;
- სარგავ მასალას უნდა ახლდეს ჯიშის აღწერილობა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ადგილობრივი წარმოების სარგავ მასალას). იმპორტულ სარგავ მასალას უნდა ახლდეს წარმოშობისა და ფიტოსანიტარული სერტიფიკატები.

III ლოტი - ჯუჯა ვაშლის ნამყენი მაღალმოსავლიანი კონდიციური ნერგები (4-5 ჯიშის):

სარგავი მასალისადმი წაყენებული მოთხოვნები:

- რაოდენობა: 500 ცალი;
- სარგავ მასალას უნდა ახლდეს ჯიშის აღწერილობა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ადგილობრივი წარმოების სარგავ მასალას). იმპორტულ სარგავ მასალას უნდა ახლდეს წარმოშობისა და ფიტოსანიტარული სერტიფიკატები.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:

1. კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

- ორგანიზაციის/კომპანიის სრული დასახელება
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
- მისამართი
- ტელეფონი
- საბანკო რეკვიზიტები
- პროდუქციის დასახელება, აღწერილობა
- თითოეულის ფასი ლარში, საერთო ჯამი დ.ღ.გ.-ს გარეშე ლარში, საერთო ჯამი დ.ღ.გ.-ს ჩათვლით ლარში
- პროდუქციის მიწოდების ვადები და პირობები
- შესაბამისი ზემოთ მითითებული ჯიშის აღწერილობა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/სერტიფიკატები

2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
3. ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ
4. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
5. ბოლო სამი წლის განმალობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სარგავი მასალის მოწოდების ვადაა 2012 წლის მარტი-აპრილი.
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2011 წლის 5 დეკემბერი, 18:00 საათი. დაგვიანებული დოკუმენტები არ მიიღება.

ტენდერის ორივე ლოტი გაიხსნება 6 დეკემბერს და ტენდერი ჩატარდება ღია, გამჭვირვალე ფორმატით. თითოეული ლოტისათვის წინადადებები განიხილება ცალ-ცალკე; შესაბამისად გთხოვთ, ყველა ლოტზე ცალ-ცალკე წარადგინოთ კომერციული შემოთავაზებები დალუქულ კონვერტებში. უმორჩილესად გთხოვთ, მობრძანდეთ ქვემოთ-მოცემული გრაფიკის შესაბამის დროს, რათა დაიცვათ თქვენი ინტერესები. წინასწარ გიხდით მადლობას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ტენდერის გამარჯვებულის შერჩევა მოხდება ფასის, ხარისხისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

I ლოტი: დაფესვიანებული M9M საძირეები - 10:00
II ლოტი: ნექტარინის (ვაშლატამა) ნერგები - 11:00
III ლოტი: ჯუჯა ვაშლის ნამყენი მაღალმოსავლიანი კონდიციური ნერგები (4-5 ჯიშის) - 12:00

კონვერტი ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ყოველდღე, 9:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, შემდეგ მისამართზე: "World Vision საქართველოს" თბილისის ოფისი, იმედაშვილის ქ. 18/17

საკონტაქტო პირი: არტემ ოგანეზოვი - "World Vision საქართველოს" შესყიდვების ასისტენტი
ოფისი: (832) 215 7515

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის/ორგანიზაციის და ლოტის დასახელება.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige