"World Vision"-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხუთ კონტინენტზე, ასზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. ეს არის ადამიანთა დახმარებაზე, განვითარებასა და ადვოკატირებაზე მიმართული ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბისა და უსამართლობის დასაძლევად.
"World Vision საქართველო" აცხადებს ტენდერს (2012 წლის 27 იანვარს გამოცხადებული ტენდერის გაგრძელება) საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი, დასაფასოებელი და შესაფუთი დანადგარების შესყიდვაზე, მცირე გადამამუშავებელი საწარმოების მოსაწყობად.
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "World Vision"-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა"-სთან ერთად, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს "ეკონომიკური განვითარება საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის" პროექტს.
პროექტის მიზანი: სიღარიბის შემცირება და ახალგაზრდობის ჩართვა სასიცოცხლო/საშემოსავლო საშუალებების განვითარების პროცესში, საქართველოში იძულებით გადაადგილებული ოჯახების დასახმარებლად.
საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი, დასაფასოებელი და შესაფუთი დანადგარები:
1. კაკლის გადამამუშავებელი მინი საწარმო: კაკლის გასაწმენდი, სატეხი, გასარჩევი და შესაფუთი დანადგარები;
2. მრავალფუნქციური მინი წისქვილი;
3. ხილის გადამამუშავებელი (ჩირის დასამზადებელი) მინი საწარმო: ჩირის დასამზადებელი და შესაფუთი დანადგარები;
4. თაფლის ჩამოსასხმელი დანადგარი;
5. ხილის გადამამუშავებელი (წვენების, ჯემების და ა.შ. წარმოებისთვის) მინი საწარმო: ხილისა და ბოსტნეულის წვენის დასამზადებელი და ჩამოსასხმელი დანადგარები.
გთხოვთ, დამატებით შემოგვთავაზოთ ზემოთაღნიშნული დანიშნულების მქონე დანადგარები, რომლებიც არ არის მითითებული ზემოთმოყვანილ ჩამონათვალში.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:
1. კომერციული წინადადება რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
-ორგანიზაციის/კომპანიის სრული დასახელება
-საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
-მისამართი
-ტელეფონი
-საბანკო რეკვიზიტები
-ერთეულის ფასი დ.ღ.გ.-ს გარეშე ლარში და დ.ღ.გ.-ს ჩათვლით ლარში
-მიწოდების ვადები და გადახდის პირობები.
2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
3. ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ
4. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
5. ბოლო სამი წლის განმალობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2012 წლის 24 თებერვალი, 18:00 საათი. დაგვიანებული დოკუმენტები არ მიიღება.
ტენდერი გაიხსნება 27 თებერვალს, 11:00 საათზე, და ჩატარდება ღია, გამჭვირვალე ფორმატით. უმორჩილესად გთხოვთ, მობრძანდეთ, რათა დაიცვათ თქვენი ინტერესები. წინასწარ გიხდით მადლობას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტენდერის გამარჯვებულის შერჩევა მოხვდება ფასის, ხარისხისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
კონვერტი ზემოთ-აღნიშნული დოკუმენტაციით უნდა წარმოადგინოთ ყოველდღე, 9:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, შემდეგ მისამართზე:
"World Vision" საქართველოს თბილისის ოფისი
თბილისი, იმედაშვილის ქ. 18/17
საკონტაქტო პირი: არტემ ოგანეზოვი - "World Vision საქართველოს" შესყიდვების დეპარტამენტი
ოფისი: (032) 2 157515
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის/ორგანიზაციის დასახელება და "ტენდერი საკვები პროდუქტების დანადგარებზე".