"World Vision"-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხუთ კონტინენტზე, ასზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. ეს არის ადამიანთა დახმარებაზე, განვითარებასა და ადვოკატირებაზე მიმართული ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბისა და უსამართლობის დასაძლევად.
"World Vision საქართველო" აცხადებს ტენდერს სათბურების მოწყობაზე.
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "World Vision"-ის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს "სურსათის უსაფრთხოება იძულებით გადაადგილებული პირებისათვის". პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება, სასიცოცხლო/საშემოსავლო საშუალებების განვითარების ხელშეწყობა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების დასახმარებლად.
სათბურების მოწყობა:
რაოდენობა: ორი თაღოვანი ტიპის სათბური ქ. გორის მახლობლად მდებარე სოფლებში.
თითო სათბურის სპეციფიკაცია:
- საერთო ფართობი: 100კვ/მ
- კონსტრუქცია: გალვანიზირებული მეტალი. მდგრადობა ქარისადმი: 120 კმ/სთ. მდგრადობა წონის დატვირთვისადმი: 400კგ კვ/მ. მინიმალური საგარანტიო პერიოდი კონსტრუქციის მდგრადობასა და გალვანიზაციაზე: 10 წელიწადი.
- ფანჯრის სისტემისა და ვენტილაციის მოწყობა.
- გადასახური მასალა: 5 ფენოვანი და 9 დამცავ-ელემენტიანი ფირი (სავალდებულოა სერთიფიკატის ტენდერზე წარდგენა).
- დამატებითი თბოიზოლაციის სისტემის მოწყობა (შემოგვთავაზეთ თქვენი სისტემა).
- გათბობის სისტემის მოწყობა: ტემპერატურის შიდა სტაბილური რეჟიმი: 22-25 გრადუს ცელსიუსი ავტომატური თერმორეგულაციით (-15 გრადუს ცელსიუს გარე ტემპერატურის შემთხვევაში +20 გრადუს ცელსიუსი სათბურის შიდა ტემპერატურა). სათბურში გათბობის სისტემისთვის ელექტრო ენერგიის მოხმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შესაბამისი სიმძლავრის ელექტრო გენერატორი.
- 100 კვ/მ-ზე შესაბამისი წვეთოვანი მორწყვის სისტემისა და მულჩირების მოწყობით.
- ნიადაგის ანალიზი (ძირითად ელემენტებზე).
- ნიადაგის ტენიანობის, ტემპერატურისა და PH-ს გამზომი ხელსაწყო.
სამონტაჟო სამუშაოების გამოთვლისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფიზიკური სამუშაოების ნაწილი შესრულდება ადგილობრივი მუშახელის გამოყენებით, თქვენი ხარჯის გარეშე. აქედან გამომდინარე, სამონტაჟო სამუშაოებისათვის გთხოვთ, შემოთავაზებაში წარადგინოთ მხოლოდ აუცილებელი სპეციფიური ტექ-პერსონალის ხარჯები.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:
1. კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ორგანიზაციის/კომპანიის სრული დასახელება
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
- მისამართი
- ტელეფონი
- საბანკო რეკვიზიტები
- პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია
- თითოეულის ფასი ლარში, საერთო ჯამი დ.ღ.გ.-ს გარეშე ლარში, საერთო ჯამი დ.ღ.გ.-ს ჩათვლით ლარში
2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
3. ცნობა საგადასახადო ორგანოდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ
4. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
5. ბოლო სამი წლის განმალობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).
კონვერტი ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ყოველდღე, 9:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, შემდეგ მისამართზე: "World Vision საქართველოს" თბილისის ოფისი, იმედაშვილის ქ. 18/17. გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის/ორგანიზაციის დასახელება და "ტენდერი სათბურების მოწყობაზე".
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2011 წლის 6 ოქტომბერი, 14:30 საათი. დაგვიანებული დოკუმენტები არ მიიღება.
ტენდერი გაიხსნება 6 ოქტომბერს, 15:00-ზე, და ჩატარდება ღია, გამჭვირვალე ფორმატით.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე: ირინა სიგუა - "World Vision საქართველოს" "სურსათის უსაფრთხოება იძულებით გადაადგილებული პირებისათვის" პროექტის მენეჯერი
ოფისი: (832) 215 7515
საკონტაქტო პირი ადმინისტრაციულ საკითხებზე: არტემ ოგანეზოვი - "World Vision საქართველოს" შესყიდვების ასისტენტი
ოფისი: (832) 215 7515