საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შპს.   პროფკურორტი  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს.   ალგანი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შირნჰოფერი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს დიზაინ სითი  ქეა  გუდვილი  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
კავკასიის აკადემიური ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  Oxford House  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა ბიდისი აკადემია  საქართველოს უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  P/T/G  
აიელსი  კავკასიის უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  One World   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი 
   ვაკანსია:

ტენდერი ბავშვებისთვის ზამთრის ქურთუკების შესყიდვაზე

   კომპანია:

World Vision

   განთავსებულია:  10 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  31 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  ახალციხე
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ტენდერი

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"World Vision" საქართველო აცხადებს ტენდერს ქურთუკების შესყიდვაზე 7-13 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის.

დეპარტამენტი: სამცხე-ჯავახეთი, სამხარეო განვითარების პროგრამა.
ანგარიშვალდებულება: პროგრამების ოპერაციული მენეჯერი.
მიწოდების ადგილი: სამცხე-ჯავახეთი/ქ. ახალციხე.
განხორციელების დრო: ოქტომბერი/ნოემბერი, 2011 წ.

"World Vision" საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ამჟამად ახორციელებს ბავშვებისთვის ზამთრის ქურთუკების დისტრიბუციის პროექტს. პროექტი მიზნად ისახავს ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების სამიზნე თემებში მოქმედი სკოლების 1-7 კლასელი 465 ბავშვისათვის ზამთრის ქურთუკების დისტრიბუციას.

ქურთუკების მოწოდება უნდა მოხდეს შემდეგი ასაკის ბავშვებისთვის:

- 65 ქურთუკი 7 წლის ბავშვებისათვის
- 65 ქურთუკი 8 წლის ბავშვებისათვის
- 70 ქურთუკი 9 წლის ბავშვებისათვის
- 60 ქურთუკი 10 წლის ბავშვებისათვის
- 65 ქურთუკი 11 წლის ბავშვებისათვის
- 75 ქურთუკი 12 წლის ბავშვებისათვის
- 65 ქურთუკი 13 წლის ბავშვებისათვის

ქურთუკები შეძლებისდაგვარად არ უნდა იყოს მსგავსი დიზაინის; სასურველია იყოს სხვადასხვა დიზაინის. ქურთუკები უნდა იყოს მჩატე (ე.წ. "დუტის"). იმ შემთხვევაში, თუ ერთ მომწოდებელს არ აღმოაჩნდება საკმარისი რაოდენობის საბავშვო ზამთრის ქურთუკები, შესაძლებელია, რომ ტენდერის შედეგად გამოვლინდეს რამდენიმე გამარჯვებული.

ტენდერის თითოეულმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადება არანაკლებ 100 და არაუმეტეს 465 ქურთუკის მოწოდებაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ საჭირო უნარი და რესურსები ტენდერში მონაწილეობისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ დალუქულ პაკეტში.

განაცხადის შემოტანა:

დაინტერესებულმა პირებმა ქართულ ენაზე შედგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ერთი დალუქული კონვერტით, ორ ეგზემპლარად (ორიგინალი და ასლი), ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 9:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: "World Vision"-საქართველოს ოფისი, იმედაშვილის 18/17, თბილისი, 0160.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

ა) ბიუჯეტი (გადასახადების გათვალისწინებით);
ბ) ბიუჯეტი აგრეთვე უნდა შეიცავდეს ქურთუკების ტრანსპორტირების ხარჯებს ქალაქ ახალციხემდე;
გ) მოსაწოდებელი ქურთუკების ზომების დასახელება და მოკლე აღწერილობა (სასურველია ნიმუშის წარმოდგენა);
გ) მოსაწოდებელი ქურთუკების მოწოდების ვადა
დ) ტენდერის მონაწილის საკონტაქტო მონაცემები და საბანკო რეკვიზიტები.

საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

1. ცნობა სასამართლოდან, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუნარიანობის საქმის წარმოება;
2. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილე პირის ქონებაზე არ არსებობს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
3. ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
4. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (მხოლოდ იურიდიული პირის შემთხვევაში);
5. შერჩევის ეტაპზე შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება განცხადების მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაცია (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭირო გახდება საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალი დაზუსტება).

საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის, თუ პრეტენდენტები დადგენილ ვადაში არ წარმოადგენენ მე-4 პუნქტში მითითებულ ყველა ცნობასა და ინფორმაციას და/ან რომელიმე მათგანი აღმოჩნდება ყალბი;

სატენდერო წინადადებების წარდგენისა და კონვერტების გახსნის ალტერნატიული წესი არ განიხილება.

დამატებითი პირობები:

ა) სერვისის (ქურთუკების გადაცემა) განხორციელდება ქ. ახალციხეში, შემდეგ მისამართზე: გვარამაძის ქუჩა 21.
ბ) ანგარიშსწორება სერვისის მომწოდებელთან მოხდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

სატენდერო წარმოდგენილ პაკეტს სათაურში აუცილებლად მიუთითეთ "ტენდერი ზამთრის ქურთუკების შესყიდვაზე ბავშვებისათვის". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი საბუთები არ განიხილება.

საბუთები უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: "World Vision" საქართველოს ოფისი, იმედაშვილის 18/17, თბილისი, 0160.
საკონტაქტო პირი: ნინო ხარაბაძე -ადმინისტრაციული და შესყიდვების ოფიცერი.
ტელ: 2157515 (შიდა: 103)

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2011 წელი, 17:00 საათი.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige