"World Vision"-ი არის ქრისტიანული, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მთელი მსოფლიოს მაშტაბით, და მისი მიზანია დაეხმაროს ბავშვებს, მათ ოჯახებსა და თემებს დაძლიონ სიღარიბითა და უსამართლობით გამოწვეული შედეგები.
პროგრამა: კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა
პოზიცია: თემის სკოლების და ბაღების რეაბილიტაციის ინჟინერი
ვაკანსიის კოდი: WVG-KFO-R-ENGINEER
ხანგრძლივობა: 1 მარტი - 1 ოქტომბერი, 2012 წ.
საქმიანობის მიზანი:
ხარჯთაღრიცხვების გაკეთება თემის სკოლების და ბაღების რეაბილიტაციის მიზნით და რეაბილიტაციის მონიტორინგი. ინფრასტრუქტურის ინჟინერის პოზიციის მიზანია, კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის გუნდის ტექნიკური მხარდაჭერა თემებში სწორად შერჩეული პროექტების რეაბილიტაციებისას და ტენდერში შერჩეული მშენებელი კომპანიის სამუშაოების განრიგისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის მეთვალყურეობა, აგრეთვე შედეგების რეპორტი პროგრამის მენეჯერთან.
წინაპირობა:
კახეთის სამხარეო განვითარების განათლების სექტორის მიზანია ხარისხიანი განათლების პირობების შექმნა ბავშვებისათვის. ამ მიზნით, მრავალ ღონისძიებათა შორის, არის სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა მის სამიზნე თემების სკოლებსა და ბაღებში გამოაცხადებს კონკურსს სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტებზე. პროექტის შემოტანის შემდეგ, მათი მიზნობრიობის განხილვისა და დამტკიცების შემდეგ, ინჟინერი გააკეთებს შერჩეული პროექტების (სკოლების და ბაღების) ხარჯთაღრიცხვას და ნახაზებს. ტენდერის გამოცხადების, შერჩეული კონტრაქტორისა და სამუშაოების წარმოებისას, ინჟინერის ზედამხედველობა და რეკომენდაციები მნიშვნელოვანია.
ძირითადი მოვალეობები:
-დაუჭიროს მხარი პროექტის განხორცილებას, პროექტში მოცემული მიზნების შესაბამისად
- ხარჯთაღრიცხვებისა და ნახაზების მომზადება შერჩეული პროექტების მიხედვით
-ტენდერის დოკუმენტაციის მომზადება კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფინანსურ და ადმინისტრაციულ ოფიცერთან ერთად
-ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოების განრიგის შედგენა
-სამუშაოების მეთვალყურეობა და მონიტორინგი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით
-სამუშაოს შესრულება პროგრამის შიდა დოკუმენტაციების, პროცედურებისა და განრიგის მკაცრი დაცვით.
მოსალოდნელი შედეგები:
-საჭიროებათა კვლევის მოკლე ანგარიში
-ხარჯთაღრიცხვა და ნახაზი პროექტების მიხედვით
-ტენდერის დოკუმენტაციათა პაკეტი
-სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა/განრიგი
-სამუშაო გეგმა/განრიგის შედეგების ანგარიში.
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
-იცნობდეს კახეთის სოფლების სპეციფიკას, პრობლემებს და საჭიროებებს
-ჰქონდეს ცოდნა და მუშაობის გამოცდილება რეაბილიტაციების პროექტებში
-გააჩნდეს თემში მუშაობის და თემთან ურთიერთობის გამოცდილება, ესმოდეს სოფლის სპეციფიკა და შეეძლოს პრობლემების და საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება.
-ჰქონდეს გამოცდილება საწყისი მონაცემების კვლევაზე დაყრდნობით რეკომენდაციების შემუშავების და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში.
-იყოს მტკიცე და კონსტრუქციული ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ურთიერთობისას
-სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
-სასურველია წერა/კითხვა ინგლისურ ენაზე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
-უნდა ეთანხმებოდეს " World Vision" საქართველოს შიდა პოლიტიკას და დირექტივებს.
დაინტერესებულმა პირებმა განცხადება (2 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებით) და ავტობიოგრაფია (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) უნდა გამოგზავნონ/წარმოადგინონ შემდეგ მისამართებზე:
ელექტრონულად:
მისამართზე: გვირაბის 13, თელავი
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის სახელწოდება. სხვაგვარად, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 8 თებერვალი, 2012 წ.