საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შპს.   პროფკურორტი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  გუდვილი  შირნჰოფერი  თეგეტა მოტორსი 
შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ალგანი  ქეა 
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ბიდისი აკადემია  აიელსი  Oxford House  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   One World   
კავკასიის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა 
   ვაკანსია:

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის ინჟინერი - კახეთი

   კომპანია:

World Vision

   განთავსებულია:  25 იან. 2012
   ბოლო ვადა:  8 თებ. 2012
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  recruitment_georgia@wvi.org
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"World Vision"-ი არის ქრისტიანული, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და მისი მიზანია დაეხმაროს ბავშვებს, მათ ოჯახებსა და თემებს დაძლიონ სიღარიბითა და უსამართლობით გამოწვეული შედეგები.

პროგრამა: კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა
პოზიცია: თემის სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის ინჟინერი
ვაკანსიის კოდი: WVG-KFO-I-ENGINEER
ხანგრძლივობა: 1 მარტი - 1 ოქტომბერი, 2012 წ.

საქმიანობის მიზანი:
ხარჯთაღრიცხვების გაკეთება თემის სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის მიზნით და რეაბილიტაციის მონიტორინგი. სასმელი წყლის სისტემის ინჟინერის პოზიციის მიზანია, კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის გუნდის მხარდაჭერა, თემებში სწორად შერჩეული რეაბილიტაციების პროექტების ტექნიკური მხარდაჭერა და ტენდერში შერჩეული მშენებელი კომპანიის სამუშაოების განრიგისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის მეთვალყურეობა, აგრეთვე შედეგების რეპორტი პროგრამის მენეჯერთან.

წინაპირობა:
კახეთის სამხარეო განვითარების ჯანდაცვა-სანიტარიის სექტორის მიზანია ხარისხიანი ჯანდაცვისა და სანიტარული პირობების შექმნა ბავშვებისათვის. ამ მიზნით, მრავალ ღონისძიებათა შორის, არის თემის სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სასმელი წყლის ხარისხის გაზრდის მიზნით. კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა მის სამიზნე თემებში ჩაატარებს სასმელი წყლის ტესტებს, რომლის ანალიზის შედეგადაც, დაიდება რეკომენდაციები თემებში რეაბილიტაციის შესახებ, რაც გახდება ინჟინერის მიერ ხართჯაღრიცხვებისა და შესაბამისი, ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციის რეკომენდაციების დადების წინაპირობა.

ძირითადი მოვალეობები:
-მხარი დაუჭიროს პროექტის განხორციელებას პროექტში მოცემული მიზნების შესაბამისად
-საჭიროებების კვლევა თემში სასმელი წყლის ტესტების შედეგებისა და თემის პრიორიტეტებიდან გამომდინარე
-ხარჯთაღრიცხვებისა და ნახაზების მომზადება შერჩეული პროექტების მიხედვით
-ტენდერის დოკუმენტაციის მომზადება კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფინანსურ და ადმინისტრაციულ ოფიცერთან ერთად
-ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესასრულებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების განრიგის შედგენა
-სამუშაოების მეთვალყურეობა და მონიტორინგი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით
-სამუშაოს შესრულება პროგრამის შიდა დოკუმენტაციების, პროცედურებისა და განრიგის მკაცრი დაცვით.

მოსალოდნელი შედეგები:
-საჭიროებათა კვლევის მოკლე ანგარიში
-ხარჯთაღრიცხვა და ნახაზი პროექტების მიხედვით
-ტენდერის დოკუმენტაციათა პაკეტი
-სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა/განრიგი
-სამუშაო გეგმა/განრიგის შედეგების ანგარიში.

კვალიფიკაცია და გამოცდილება:
-იცნობდეს კახეთის სოფლების სასმელი წყლის სისტემების სპეციფიკას, პრობლემებს და საჭიროებებს
-ჰქონდეს ცოდნა და მუშაობის გამოცდილება სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციების პროექტებში
-გააჩნდეს თემში მუშაობის და თემთან ურთიერთობის გამოცდილება; ესმოდეს სოფლის სპეციფიკა და შეეძლოს პრობლემების და საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება.
-ჰქონდეს გამოცდილება საწყისი მონაცემების კვლევაზე (სასმელი წყლის ტესტები) დაყრდნობით რეკომენდაციების შემუშავების და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში
-იყოს მტკიცე და კონსტრუქციული ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ურთიერთობაში
-საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
-სასურველია კითხვა/წერა ინგლისურ ენაზე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
-უნდა ეთანხმებოდეს "World Vision" საქართველოს შიდა პოლიტიკას და დირექტივებს.

დაინტერესებულმა პირებმა განცხადება (2 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებით) და ავტობიოგრაფია (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) უნდა გამოგზავნონ/წარმოადგინონ შემდეგ მისამართებზე:

ელექტრონულად: recruitment_georgia@wvi.org
მისამართზე: გვირაბის 13, თელავი

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის სახელწოდება. სხვაგვარად, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 8 თებერვალი, 2012 წ.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige