"World Vision"-ი არის ქრისტიანული, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და მისი მიზანია დაეხმაროს ბავშვებს, მათ ოჯახებსა და თემებს დაძლიონ სიღარიბითა და უსამართლობით გამოწვეული შედეგები.
პროგრამა: კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა
პოზიცია: ტრენერი მეთოდოლოგიურ საკითხებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგთათვის
ვაკანსიის კოდი: WVG-KFO-T-TRAINER
ხანგრძლივობა: 1 მარტი - 1 მაისი, 2012 წ.
საქმიანობის მიზანი:
ტრენინგის პაკეტის შექმნა და ტრენინგების ჩატარება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგების მეთოდოლოგიის ტრენერმა უნდა მოახდინოს პირველადი საჭიროებებისა და პრობლემების კვლევა კახეთის რეგიონული ოფისის თანამშრომლებთან ერთად და მის მიერ შედგენილი ტრენინგ პაკეტი მოარგოს კვლევის შედეგებს და რეკომენდაციებს.
წინაპირობა:
კახეთის სამხარეო განვითარების განათლების სექტორის მიზანია ხარისხიანი განათლების პირობების შექმნა ბავშვებისათვის. ამ მიზნით, მრავალ ღონისძიებათა შორის, არის ბავშვთა უფლებებისა და ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სკოლისა და ბაღის მასწავლებლებისათვის და/ან სამეურვეო საბჭოსთვის და მათ ტრენერებად ჩამოყალიბება. ტრენერთა ტრენინგის გავლის შემდეგ, ბავშვთა უფლებებსა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, თემის წევრები დაატრენინგებენ მშობლებს და სკოლის მოსწავლეებს.
ძირითადი მოვალეობები:
-მხარი დაუჭიროს პროექტის განხორციელებას პროექტში მოცემული მიზნების შესაბამისად
-საჭიროებების კვლევა.
-ტრენერთა ტრენინგის პაკეტის შექმნა სკოლამდელი აღზრდის პედაგოგების მეთოდოლოგიებში
-3 ტრენინგის ჩატარება (სხვადასხვა თემატიკაზე)
-ტრენინგზე ტრენინგის პრე/პოსტების, ტრენინგის შეფასების, დასწრების ფურცლებისა და ტრენერის ანგარიშის წარმოება.
მოსალოდნელი შედეგები:
-საჭიროებათა კითხვარის გეგმა/კითხვარი
-ტრენერთა ტრენინგის პაკეტი და მასალები
-ტრენერის ანგარიში, რომელიც მოიცავს სამი ტრენინგის პრე/პოსტებს, შეფასებას და დასწრების ფურცლებს.
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
-იცნობდეს საქართველოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სპეციფიკას, საჭიროებებს და პრიორიტეტს, აგრეთვე საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების სარეკომენდაციო სახის დოკუმენტებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის და მუშაობის შესახებ
-ცოდნა და გამოცდილება სკოლამდელი აღზრდის პედაგოგების მეთოდოლოგიური ტრენინგების ჩატარებაში
-თემში ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება რეგიონში/რეგიონებში ტრენინგების ჩატარების გამოცდილებას)
-გამოცდილება საწყისი მონაცემების კვლევასა და შემუშავებაში, ასევე ტრენინგების გეგმისა და ანგარიშების მომზადებაში.
-ესმოდეს სოფლის სპეციფიკა და შეეძლოს პრობლემების და საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება.
-იყოს მტკიცე და კონსტრუქციული ტრენინგების და უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით
-საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
-კითხვა/წერა ინგლისურ ენაზე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სასურველია
-ეთანხმებოდეს "World Vision" საქართველოს შიდა პოლიტიკას და დირექტივებს.
დაინტერესებულმა პირებმა განცხადება (2 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებით) და ავტობიოგრაფია (ქართულ ან ინგლისურ ენაზე), სამოტივაციო წერილი და ტრენინგის მოდული, უნდა გამოგზავნონ/წარმოადგინონ შემდეგ მისამართებზე:
ელექტრონულად:
სამართზე: გვირაბის 13, თელავი
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის სახელწოდება. სხვაგვარად, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 8 თებერვალი, 2012 წ.