World Vision საქართველო აცხადებს კონკურსს ბავშვთა დაცვისა და ძალადობის ტრენერთა ტრენერის პოზიციაზე
დეპარტამენტი: კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა
ანგარიშვალდებულება: კახეთის საველე ოპერაციების მენეჯერი
ჩატარების ადგილი: კახეთი/თელავი
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 8 თვე
პოზიციის სახელწოდება: “WVG-KADP-TCR&V
კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა არის გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს თემის განვითარებას ბავშვთა კეთილდღეობისთვის.
პროგრამის საქმიანობა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას – განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა. თელავის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში შეირჩა 24 სამიზნე თემი, სადაც იმუშავებს პროგრამა.
თემის საინიციატივო ჯგუფები, თემის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის მმართველობის წარმომადგენლები, არიან პროგრამის მხარდამჭერები, რომლებიც მხარს უჭერენ ინიციატივებს განვითარებისთვის პროგრამის დაწყებითი ეტაპიდან მის დასრულებამდე.
პოზიციის მიზანი:
ტრენერმა უნდა მოახსდინოს პირველადი საჭიროებებისა და პრობლემების კვლევა კახეთის რეგიონალური ოფისის თანამშრომლებთან ერთად და მის მიერ შედგენილი ტრენინგ პაკეტი მოარგოს კვლევის შედეგებს და რეკომენდაციებს.
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
- ცოდნა და გამოცდილება ბავშვთა უფლებებისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის /ბავშვთა დაცვის თემატიკაში
- ცოდნა და გამოცდილება ტრენერთა ტრენინგების ჩატარებაში
- თემში ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება რეგიონში/რეგიონებში ტრენინგების ჩატარების გამოცდილებას დამატებითი )
- ჰქონდეს გამოცდილება საწყისი მონაცემების კვლევასა და შემუშავებაში, ასევე ტრენინგების გეგმისა და ანგარიშების მომზადებაში.
- ესმოდეს სოფლის სპეციფიკა და შეეძლოს პრობლემების და საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება.
- იყოს მტკიცე და კონსტრუქციული ტრენინგების და უნარ-ჩვევების გაძლიერების (ეს ცოტა დასახვეწია, რა იგულისხმება?) მიზნით
- იცნობდეს შესაბამის საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს/კანონმდებლობას;
- იცნობდეს ეროვნული რეფერირების პროცედურას ბავშთა დაცვის სფეროში.
- საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- კითხვა/წერა ინგლისურ ენაზე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სასურველია
ძირითადი მოვალეობები:
- დაუჭიროს პროექტის განხორცილებას პროექტში მოცემული მიზნების შესაბამისად
- საჭიროებების კვლევა.
- ტრენერთა ტრენინგის პაკეტის შექმნა ბავშვთა დაცვის და ბავშვზე ძალადობისსაკითხების შესახებ.
- 3 ტრენერთა ტრენინგის ჩატარება (ორი სკოლის და ბაღის პედაგოგებისათვის და ერთი სკოლის მოსწავლეებისათვის)
- ტრენერის ანგარიშის წარმოება
მოსალოდნელი შედეგები:
- საჭიროებათა კითხვარის გეგმა/კითხვარი
- ტრენერთა ტრენინგის პაკეტი და მასალები
- ტრენერის ანგარიში
განაცხადის შემოტანა:
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, წარმოადგინონ CV(ავტობიოგრაფია), მოტივაციის წერილი და ტრენინგ მოდული შემდეგ მისამართზე: . გთხოვთ პოზიციის სახელწოდება “WVG-KADP-TCR&V” მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.
განაცხადების მიღების საბოლოო თარიღი: 2011 წლის 27 ნოემბერი