"World Vision"-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხუთ კონტინენტზე, ასზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. ეს არის ადამიანთა დახმარებაზე, განვითარებასა და ადვოკატირებაზე მიმართული ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბისა და უსამართლობის დასაძლევად.
"World Vision საქართველო" აცხადებს ტენდერს სუბსტრატის მოწოდებაზე.
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "World Vision"-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "Elkana"-სთან ერთად, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს "ეკონომიკური განვითარება საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის" პროექტს.
პროექტის მიზანი: სიღარიბის შემცირება და ახალგაზრდობის ჩართვა სასიცოცხლო/საშემოსავლო საშუალებების განვითარების პროცესში, საქართველოში იძულებით გადაადგილებული ოჯახების დასახმარებლად.
ტენდერის საგანი:
სუბსტრატი ხეხილოვანი (ქლიავი, ვაშლი, ნექტარინი) კულტურებისთვის (ნერგებისთვის).
რაოდენობა: 112 მ³.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:
1. კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
-ორგანიზაციის/კომპანიის სრული დასახელება;
-საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
-მისამართი;
-ტელეფონი;
-საბანკო რეკვიზიტები;
-სუბსტარტის აღწერილობა (შემადგენელი კომპონენტები და მათი პროპორციები);
-თითოეულის ფასი ლარში, საერთო ჯამი დ.ღ.გ.-ს გარეშე ლარში, საერთო ჯამი დ.ღ.გ.-ს ჩათვლით ლარში;
-მიწოდების ვადები და გადახდის პირობები.
2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
3. ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
4. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
5. ბოლო სამი წლის განმალობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2012 წლის 21 თებერვალი, 18:00 საათი. დაგვიანებული დოკუმენტები არ მიიღება.
ტენდერი გაიხსნება 22 თებერვალს, 11:00 საათზე, და ჩატარდება ღია, გამჭვირვალე ფორმატით. გთხოვთ, მობრძანდეთ, რათა დაიცვათ თქვენი ინტერესები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტენდერის გამარჯვებულის შერჩევა მოხდება ფასის, ხარისხისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
კონვერტი ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციით უნდა წარმოადგინოთ ყოველდღე, 9:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, შემდეგ მისამართზე:
"World Vision საქართველოს" თბილისის ოფისი, იმედაშვილის ქ. 18/17
საკონტაქტო პირი ადმინისტრაციულ საკითხებში: არტემ ოგანეზოვი - "World Vision" საქართველოს შესყიდვების დეპარტამენტი
ოფისი: (832) 2 157515
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის/ორგანიზაციის დასახელება და "ტენდერი სუბსტრატის მოწოდებაზე".