კომპანია"Web Solutions" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის მენეჯმენტის განხრით;
-მაგისტრის ხარისხი მარკეტინგში;
-მარკეტინგში მაღალ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 2 წლისა;
-უპირატესობად ჩაითვლება ვებ ტექნოლოგიების ცოდნა და ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
-ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა;
-კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office - Word, Excel, PowerPoint.
თვისებები:
-ნოვატორული, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება;
-კომუნიკაციის უნარი;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-პასუხისმგებლობის გრძნობა;
-დროის მართვის კარგი უნარი;
-სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
სამუშაოს აღწერა:
-კომპანიის პროდუქტების მარკეტინგული ანალიზი და მარკეტინგ გეგმის შედგენა;
-პროდუქტების მართვა და განვითარება;
-ბაზრის ანალიზი:
-მოთხოვნის გამოვლენა
-კონკურენტების ანალიზი
-სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული ღონისძიების (აქციების) ორგანიზება და მართვა;
-გაყიდვების განვითარება;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV მისამართზე: hr@websolutions.ge არაუგვიანეს 2012 წლის 20 თებერვლისა.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის მიხედვით. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან).