კომპანია "უნიფეი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე, ადმინისტრაციულ განყოფილებაში.
ძირითადი მოვალეობები:
-შემოსულ ზარებზე პასუხი; მომხმარებლის დაკვალიანება შესაბამის საკითხთან დაკავშირებით;
-კომპანიის სპეციალიზირებულ პროგრამაში მუშაობა; დღიური ტრანზაქციების მონიტორინგი;
-შეხვედრების ორგანიზება; კომპანიაში შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა და შესაბამისი კორესპოდენციის წარმოება;
-კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა კომპეტენციის ფარგლებში;
-ყოველდღიური რეპორტების შედგენა და ადმინისტრაციასთან გაგზავნა;
-მომხმარებლის ინფორმირება კომპანიის პროდუქტების შესახებ;
-სხვადასხვა ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
-დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
-საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
-საოფისე ტექნიკის გამოყენების უნარ-ჩვევები (ფაქსი, სკანერი, ქსეროქსი, პრინტერი);
-ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (გამართული საუბარი, წერა); ინგლისურისა და რუსული ენების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით სალაპარაკო);
-მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
-საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება;
-გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
-სიზუსტე და კარგი მეხსიერება;
-სხარტი, ლოგიკური აზროვნება; ინტუიცია;
-დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
-პუნქტუალურობა, ყურადღებიანობა; ემოციური წონასწორებულობა; ორგანიზებულობა; კოლეგიალურობა;
-საქმიანი და კონფიდენციალური სამუშაო გარემოს შექმნის უნარი.
სამუშაო განაკვეთი: 15 სამუშაო დღე თვეში (2 სამუშაო დღის შემდეგ 2 დღე დასვენება).
ხელფასი: 300 ლარი (ხელზე ასაღები).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: ("subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება).
CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.