მარკეტინგული კვლევის კომპანია TNS აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს დეველოპერის თანამდებობაზე.
პოზიციის მთავარი ფუნქციაა განახორციელოს როგორც საქართველოში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში კომპანიის 100%-იან საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანიების ბიზნესის გაფართოება. ფართო გაგებით, პოზიციის ფუნქციებში შედის კომპანიების აღნიშნული ქსელის მართვასთან დაკავშირებული როგორც ორგანიზაციული, ასევე ფინანსური და კომერციული საკითხების კოორდინაცია.
ძირითადი მოვალეობები:
- ბიზნეს დეველპმენტი (ეხება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას)
- ახალი კლიენტების/პარტნიორების მოძიება კომპანიისთვის;
- კლიენტებთან გრძელვადიანი, პოზიტიური, მიჯაჭვული ურთიერთობების განვითარება და მხარდაჭერა;
- ახალი შესაძლებლობების, ტენდერების და კონკურსების იდენთიფიცირება და მათი წარმატებით რეალიზაცია;
- მუდმივ რეჟიმში პოტენციურად საინტერესო ინდუსტრიებში მოღვაწე კომპანიებთან კავშირ-ურთიერთობების წარმოება;
- კომპანიის წარმოდგენა სხვადასხვა ღონისძიებებზე სასარგებლო კონტაქტების დამყარების მიზნით;
- კვლევისათვის საინტერესო ინდუსტრიებში მიმდინარე პროცესების და სიახლეების მუდმივი მონიტორინგი;
- საჭიროების შემთხვევაში, კვლევითი პროექტების კოორდინირება;
ადმინისტრაციული მენეჯმენტი (ეხება სომხეთს და აზერბაიჯანს)
- კომპანიების სრული კოორდინაცია (ადმინისტრაციული მხარე) სომხეთსა და აზერბაიჯანში;
- თანამშრომლების (მათ შორის ადგილობრივი დირექტორების) აყვანა/დათხოვნა;
- პროფესიული სერვისების ადგილობრივი მომწოდებლების (საბუღალტრო, იურიდიული, ფინანსური და ა.შ.) შერჩევა, კოორდინაცია;
- კომპანიების ფინანსური მგდგომარეობის მუდმივი კონტროლი;
- ფულადი სახსრების მოძრაობის კოორდინაცია და ოპტიმიზაცია;
- კომპანიის კლიენტებთან ურთიერთობა საკონტრაქტო და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ზოგად-ეკონომიკური, მარკეტინგული, ან ფინანსური განხრით;
- მართვის, მენეჯმენტის გამოცდილება;
- ინგლისურის უმაღლესად ცოდნა, მათ შორის სალაპრაკო ენის;
- რუსულის ცონდნა ჩაითვლება პლუსად;
- კომუნიკაბელობა, პოზიტიური გრძელვადიანი ურთიერთობების შენების უნარი;
- მარკეტინგულ წრეებში კარგი კონტაქტები;
- სომხეთსა/თან და აზერბაიჯანში/თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
- სასურველია აღრიცხვის, კანონმდებლობის, საერთაშორისო ოპერაციებთან დაკავშირებული და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ზოგადი ცოდნა;
- MS Excel და MS PowerPoint-ის სრულყოფილად ფლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- გამოცდილება/ცოდნა მარკეტინგის და მარკეტინგული კვლევის სფეროში ჩაითვლება პლუსად.
შერჩეული კანდიდატი მიიღება 3 თვიანი საგამოცდო ვადით საწყისი ანაზღაურებით 1,000 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები). საგამოცდო ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ ავტომატურად მოხდება ანაზღაურების გარანტირებული ზრდა 1,500 ლარამდე, ხოლო ანაზღაურების შემდგომი ზრდა 2,000 ლარამდე დამოკიდებული იქნება თანამშრომლის მუშაობის შედეგებზე 1 წლიან პერსპექტივაში. მომავალში დამატებით ასევე შეიძლება განიხილულ იქნას ბონუსების სქემაც.
მსურველებს ვთხოვთ საკუთარი რეზიუმე გამოგვიგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:
და სათაურად მიუთითონ ვაკანსიის დასახელება.