საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შპს.   შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  პროფკურორტი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  თეგეტა მოტორსი 
გუდვილი  DMG WEST LINES  შ.პ.ს.   შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შირნჰოფერი  ალგანი 
Oxford House  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  P/T/G  One World  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  საგანმანათლებლო ცენტრი   ბიდისი აკადემია  აიელსი  
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   კავკასიის აკადემიური ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  საქართველოს უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი 
   ვაკანსია:

კვლევითი პროექტების მენეჯერი

   კომპანია:

TNS

   განთავსებულია:  17 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  17 ნოე. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  office.manager@tns-global.ge
   ტელეფონი:  aa
   კატეგორია:

მენეჯმენტი/პროექტების მართვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

მარკეტინგული კვლევის კომპანია TNS  აცხადებს ვაკანსიას კვლევითი პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

პოზიციის მთავარი ფუნქციაა  განახორციელოს კვლევითი პროექტების (როგორც საქართველოში, ასევე რეგიონალური პროექტების) ორგანიზებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის კოორდინაცია, პროექტების მენეჯმენტის განყოფილების უფროსის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ. აღნიშნულ პოზიციაზე განიხილება დამწყები კვალიფიკაციის პროფესიონალი მარკეტინგული კვლევის საკითხებში, რომელსაც აქვს უფროსი პროექტების მენეჯერის პოზიციამდე დაწინაურების პოტენციალი ახლო მომავალში.

ძირითადი მოვალეობები:

პროექტის დაწყებამდე:

- წინადადებების და შეთავაზებების მომზადება პოტენციური კლიენტებისთვის;
- განსახორციელებელი პროექტის კვლევითი ამოცანის შესწავლა;
- კვლევის გეგმა–გრაფიკის შემუშავება; გარე და შიდა რესურსების მობილიზაცია;
- პროექტის შიდა ბიუჯეტის შემუშავება;
- კვლევითი ბრიფის მომზადება კლიენტისათვის;
- კვლევის ინსტრუმენტის (კითხვარის) შემუშავება ან არსებულის დახვეწა; უზუსტობების გამორიცხვა;
- კვლევის ინსტრუმენტის (კითხვარის) თარგმნა (ინგლისურიდან, რუსულიდან ან პირიქით);
- კვლევის ყველა სპეციფიკაციის კომუნიცირება ველის მენეჯერთან და ინტერვიუერებთან;
- ველის მენეჯერის და ინტერვიუერების ინსტრუქტაჟი;

პროექტის განმავლობაში:

- პროექტის შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტის (საველე სამუშაოები, კოდირება, შეყვანა)  კოორდინაცია;
- პროექტის ბიუჯეტის მართვა, უზრუნველყოფა, რომ ბიუჯეტი მოექცეს დაგეგმილ ჩარჩოებში;
- პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შევსება და სისტემის განახლება;
- პროექტის დროულად დასრულების უზრუნველყოფა;
- კვლევის ანგარიშების და პრეზენტაციების მომზადება; კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება;

პროექტის დასრულების შემდეგ:

- ინვოისების და ჩაბარების დოკუმენტების ადმინისტირება;
- პროექტის ჰონორარების გაცემის კოორდინაცია;
- კლიენტების კმაყოფილების უზრუნველყოფა მაღალი დონის მომსახურებით;
- ფუნქციონალური და ტექნიკური გაუმჯობესების სფეროების აღმოჩენა.

პასუხს აგებს:

- კლიენტებთან დოკუმენტბრუნვაზე
- კვლევის ინსტრუმენტის დიზანზე/თარგმანზე და გამართულობაზე
- ტექნიკურ ანგარიშზე
- სწორ და გასუფთავებულ მონაცემებზე
 - კვლევის წინასწარ და საბოლოო ანგარიშზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, სოციოლოოგიის კუთხით;
- ინგლისური ენის უმაღლესად ცოდნა; რუსულის ცოდნა განიხილება დამატებით უპირატესობად;
- მარკეტინგის და მარკეტინგული კვლევის სფეროებში გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
- ძლიერი ანალიტიკური და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი;
- ძლიერი ლიდერული, მენეჯერული უნარები;
- კომუნიკაციური უნარები; წერის უნარი;
- სტრესის ქვეშ მუშაობის  უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა - MS Excel, MS PowerPoint.

შერჩეული კანდიდატი მიიღება 3 თვიანი საგამოცდო ვადით საწყისი ანაზღაურებით 500–600 ლარის ოდენობით შერჩული კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით (ხელზე ასაღები). საგამოცდო ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ ავტომატურად მოხდება ანაზღაურების გარანტირებული ზრდა.

მსურველებს ვთხოვთ საკუთარი რეზიუმე გამოგვიგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:
office.manager@tns-global.ge და  სათაურად მიუთითონ ვაკანსიის დასახელება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige