ასოციაცია "SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის თანამდებობაზე ქ. ქუთაისში.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
პასუხისმგებლობები:
- აწარმოოს შემთხვევათა მართვა (case management)
- განახორციელოს პირველადი და სრული შეფასება
- მოამზადოს ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება
- აწარმოოს ოჯახებში ვიზიტები
- ბენეფიციართან ერთად შეიმუშაოს ინდივიდუალური განვითარების გეგმა
- საჭიროებისამებრ მოიძიოს, დაგეგმოს და უზრუნველყოს ოჯახის დამხმარე მომსახურების მიწოდება
- შეფასება გაუკეთოს მომსახურების გზით მიღებულ შედეგებს
- სათანადოდ უზრუნველყოს როგორც მიმდინარე, ისე დახურული შემთხვევების ინფორმაციის შენახვა.
მოთხოვნები:
- შესაბამისი უმაღლესი განათლება პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დარგში (სოციალური სამუშაო)
- მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება ბავშვებთან და ოჯახებთან.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას), სამოტივაციო წერილი და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ელ-მისამართზე: 2011 წლის 14 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: