საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
ალგანი  გუდვილი  ქეა  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  DMG WEST LINES  შპს.  
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  ბანკი რესპუბლიკა  პროფკურორტი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შირნჰოფერი  შ.პ.ს დიზაინ სითი 
One World   ინგლისური ენის სახლი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ბიდისი აკადემია  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  
აიელსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  P/T/G  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კავკასიის უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი 
   ვაკანსია:

განათლების პროგრამის კოორდინატორი - ქუთაისი

   კომპანია:

SOS ბავშვთა სოფელი

   განთავსებულია:  18 თებ. 2012
   ბოლო ვადა:  28 თებ. 2012
   მდებარეობა:  ქუთაისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  hr@sos-kd.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას განათლების პროგრამის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- განათლების პროგრამის განხორციელება ადგილობრივ დონეზე;
- ორგანიზაციის მიზნობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის სათანადო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- სამიზნე ჯგუფის ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა და ბავშვების დახმარების ღონისძიებების შემუშავება მათი უნარის, ნიჭისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით;
- საგანმანათლებლო პროგრამის ღონისძიებების დაგეგმვა და ბიუჯეტის შედგენა;
- საგანმანათლებლო პროგრამის სწორი მიმართულებით განვითარების უზრუნველყოფა; პროგრამის გეგმების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
- განათლების პროგრამის ფინანსური (ფინანსურ საკითხებზე პასუხისმგებელ პირთან ერთად) და შინაარსობრივი ზედამხედველობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის ფონდების მიზნობრივი მართვა;
- საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული მონაცემებისა და თვითშეფასების შედეგების მონაცემების დამუშავება;
- ორგანიზაციის სახელით ბავშვთა უფლებების ადვოკატირება განათლების მიღებაზე, განსაკუთრებით ორგანიზაციის მიზნობრივი ჯგუფის ბავშვების პრობლემებთან დაკავშირებით.

მოთხოვნები:
- უმაღლესი პედაგოგიური განათლება;
- ზოგადი განათლების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- პროექტის მართვაში/დაგეგმვაში/მონიტორინგში/შეფასებაში გამოცდილება;
- ბავშვთა უფლებების და მასთან დაკავშირებული მიდგომების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
- კომუნიკაბელურობა და ურთიერთობების დამყარების უნარი;
- სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
- პოზიტიური და პროფესიონალური მიდგომა: ორგანიზებული, შედეგებზე ორიენტირებული, ინიციატივიანი;
- მზაობა თვითგანვითარებისთვის;
- "SOS ბავშვთა სოფლის" ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge ან წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ახალგაზრდობის შესახვევი 3, 2012 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია \"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი\" მოქმედებს \"SOS Children\'s Villages International\"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige