ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას ახალგაზრდული სახლის პედაგოგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით.
ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
ახალგაზრდული სახლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ახალგაზრდის მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ხელი შეუწყოს მისი შესაძლებლობებისა და პოტენციალის განვითარებას. ამ ეტაპზე, ახალგაზრდებს საშუალება აქვთ დაეუფლონ პროფესიას, დასაქმდნენ და მოემზადონ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.
სამუშაოს ძირითადი მიზნები:
ახალგაზრდული სახლის პედაგოგი აქტიურ მონაწილეობას იღებს მოზარდების განათლებასა და განვითარებაში. იგი ასევე ეხმარება ახალგაზრდული სახლის ლიდერს მისი ფუნქციური მოვალეობის შესრულებაში. ახალგაზრდული სახლის პედაგოგი ასრულებს 4 მოზარდის მთავარი მზრუნველი პირის ფუნქციას.
- პასუხისმგებელია მოზარდების ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სამედიცინო კეთილდღეობაზე;
- უზრუნველყოფს მოზარდების მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;
- ეთიკის თვალსაზრისით მისაბაძია ახ. სახლის მოზარდებისათვის;
- რჩევას აძლევს და დახმარებას უწევს მოზარდებს განათლებისა და პროფესიის შერჩევის საკითხებში.
მოთხოვნები:
- განათლება პედაგოგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და/ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
- მოზარდებთან მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დაგეგვისა და ორგანიზაციის უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მოზარდებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
- კომუნიკაბელურობა.
დამატებითი მოთხოვნები:
- უცხო ენის ცოდნა;
- მზაობა თვითგანვითარებისთვის.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და საინტერესო სამუშაოს.
- მეგობრულ სამუშაო გარემოს და ძლიერ კორპორატიულ კულტურას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: 2011 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: