საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  DMG WEST LINES  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  პროფკურორტი  შპს.   გუდვილი  შ.პ.ს დიზაინ სითი 
ალგანი  შ.პ.ს.   შირნჰოფერი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  თეგეტა მოტორსი 
P/T/G  ბიდისი აკადემია  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   Oxford House  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  საგანმანათლებლო ცენტრი  One World   სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  კავკასიის უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი 
   ვაკანსია:

ახალგაზრდული სახლის პედაგოგი - ქუთაისი

   კომპანია:

SOS ბავშვთა სოფელი

   განთავსებულია:  7 ივნ. 2011
   ბოლო ვადა:  14 ივნ. 2011
   მდებარეობა:  ქუთაისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  hr@sos-kd.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებსვაკანსიას ახალგაზრდული სახლის პედაგოგის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით.

ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

ახალგაზრდული სახლის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ახალგაზრდის მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ხელი შეუწყოს მისი შესაძლებლობებისა და პოტენციალის განვითარებას. ამ ეტაპზე ახალგაზრდებს საშუალება აქვთ დაეუფლონ პროფესიას, დასაქმდნენ და მოემზადონ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

სამუშაოს ძირითადი მიზნები:

ახალგაზრდული სახლის პედაგოგი აქტიურ მონაწილეობას იღებს მოზარდების განათლებასა და განვითარებაში. იგი ასევე ეხმარება ახალგაზრდული სახლის ლიდერს მისი ფუნქციური მოვალეობის შესრულებაში. ახალგაზრდული სახლის პედაგოგი ასრულებს 4 მოზარდის მთავარი მზრუნველი პირის ფუნქციას.

- პასუხისმგებელია მოზარდების ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სამედიცინო კეთილდღეობაზე;
- უზრუნველყოფს მოზარდების მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;
- ეთიკის თვალსაზრისით მისაბაძია ახ. სახლის მოზარდებისათვის;
- რჩევას აძლევს და დახმარებას უწევს მოზარდებს განათლებისა და პროფესიის შერჩევის საკითხებში.

მოთხოვნები:

- განათლება პედაგოგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და/ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
- მოზარდებთან მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზატორული უნარები;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

- უცხო ენის ცოდნა
- მზაობა თვითგანვითარებისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2011 წლის14 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.org

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige