საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს დიზაინ სითი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.   თეგეტა მოტორსი  შპს.   გუდვილი 
ქეა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  პროფკურორტი  ალგანი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ბანკი რესპუბლიკა 
ბიდისი აკადემია  P/T/G  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  Oxford House  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  კავკასიის უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  One World   
თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 
   ვაკანსია:

ახალგაზრდული სახლის პედაგოგი

   კომპანია:

SOS ბავშვთა სოფელი

   განთავსებულია:  10 იან. 2012
   ბოლო ვადა:  19 იან. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  hr@sos-kd.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ტრენინგი

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

SOS ბავშვთა სოფელი  აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე : ახალგაზრდული სახლის პედაგოგი
 

ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:

-მოზარდის სწავლა-განათლებაზე, პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაზე ზრუნვა;
-ახალგაზრდის ინდივიდუალური განვითარების გეგმის წარმოება;
-ახალგაზრდულ სახლში გადამსვლელ მოზარდებისათვის მოსამზადებელი პროგრამის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობა;
-ახალგაზრდის ცხოვრებასთან დაკავშირებული პროგრამების (პროფ. ორიენტაციის, პიროვნული განვითარების, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებისა და ხელმძღვანელობის პროგრამა) შემუშავება და განხორციელება;
-ახალგაზრდების დასაქმებაზე ზრუნვა არდადაგების პერიოდში;
-ახალგაზრდული სახლის ლიდერის დახმარება მისი მოვალეობების შესრულებაში;
-მოზარდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

მოთხოვნები:

-განათლება პედაგოგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და/ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
-მოზარდებთან მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-მოზარდებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
-მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
-მზაობა თვითგანვითარებისთვის;
-SOSბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება;
-სასურველია იყოს მამაკაცი.

ჩვენ გთავაზობთ:

-საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
-სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
-პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დამატებითი სამუშაო პირობები:

-ცვლაში მორიგეობა, ღამის და დასვენების დღეების ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2012 წლის 19იანვრის ჩათვლით. გთხოვთ სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია საქართველოს SOS ბავშვთასოფელი  სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989  წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთაუფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ისდებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშემყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებებისმ იწოდების  გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige