"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ხონი.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
-შექმნას ბავშვებისათვის თბილი და მოსიყვარულე ოჯახური გარემო;
-უზრუნველყოს ბავშვის კეთილდღეობა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით;
- შეასრულოს საჭირო საოჯახო-სამეურნეო სამუშაო;
-ასწავლოს ბავშვებს პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი ცხოვრებაზე და ეტაპობრივად მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;
-მჭიდრო კავშირები დაამყაროს თემთან და მონაწილეობა მიიღოს თემის ცხოვრებაში;
-დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს რეგულარულ ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს ბავშვებთან;
-ბავშვის ძალადობის/უგულვებელყოფის შემთხვევებში იმოქმედოს ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
მოთხოვნები:
-განათლება პედაგოგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და/ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
-ბავშვებთან მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
-მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
-მზაობა თვითგანვითარებისთვის;
-"SOS ბავშვთა სოფლის" ხედვისა და მიზნების გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ:
-საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
-სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
-პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დამატებითი სამუშაო პირობები: ცვლაში მორიგეობა, ღამის და დასვენების დღეების ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: ან წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ხონი, სოციალური მომსახურების სააგენტო (საკრებულოს შენობა, 1 სართ.), პ. კაკაბაძის 17, 2012 წლის 14 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge