2011 წლის მარტიდან ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ენების ცენტრის მთარგმნელ-თარჯიმანთა (სინქრონული თარგმნის) უმაღლესმა კურსებმა, რომლის მიზანს წარმოადგენს პროფესიონალი მთარგმნელების და თარჯიმნების მომზადება.
ერთი სემესტრი უკვე დაასრულა ორმა ჯგუფმა (ინგლისური და გერმანული ენით). ივლისის თვეში ჩატარდა ახალი მიღება, რის შედეგადაც ინგლისურ ენაში (3 სემესტრიანი) შესავსები დარჩა ორი ვაკანსია, ხოლო გერმანულსა და ფრანგულში კონკურსი გრძელდება.
მსურველებს, რომლებიც უცხო ენას ფლობენ C-1 (მინიმუმ B-2) დონეზე, ვთავაზობთ 2, 3, და 4 სემესტრიან კურსს, კვირაში მინიმუმ 16- საათიანი დატვირთვით. შევასწავლით სპეციალურ მთარგმნელობით ასპექტებს, მეორე უცხო ენას; ბოლო სემესტრში გათვალისწინებულია არჩევითი კურსები.
ერთი სემესტრის საფასური შეადგენს 1400 ლარს.
წარმატებულ შედეგს განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი:
- სწორად შერჩეული მეთოდიკა, ლიტერატურა და სასწავლო მასალა;
- პროფესიონალი მასწავლებელი;
- სათანადოდ აღჭურვილი აუდიტორია (სინქრონული თარგმნისთვის).
ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს. თუ ამას დაემატება სტუდენტის მოტივაცია-მონდომება - შედეგი გარანტირებული იქნება.
მსურველების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით: წერითი ტესტი უცხო ენასა და ქართულში და ზეპირი გასაუბრება უცხო ენაში. საერთაშორისო სერტიფიკატის მქონენი (C-1;
მინიმუმ B-2 დონე) განთავისუფლდებიან ტესტისგან უცხო ენაში.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ქვემოთ მითითებული ელ.ფოსტაზე. გამოცდები ჩატარდება 11-15 სექტემბერს. სწავლა იწყება 2011 წლის 18 სექტემბრიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 53ა, ოთახი 106
ტელ.: 2 258240 (შიდა ნომერი 109)
მობილური: 595 277237
საიტი:
ელ-ფოსტა: