ფარმაცევტული კომპანია PSP აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ქ.თბილისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება
- უმაღლესი სამედიცინო განათლება - სამკურნალო, მედიცინის ან პედიატრიის ფაკულტეტი
- ზოგადი მედიცინის საფუძვლებისა და ფარმაკოლოგიის ბაზისური ცოდნა - აუცილებელია
- ფარმაცევტულ კომპანიაში, სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება - სასურველია
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Internet, Excel, Word document, PPT) ცოდნა მომხმარებლის დონეზე - აუცილებელია
პიროვნული თვისებები
- კომუნიკაბელობა, სითამამე ახალ სოციალურ სიტუაციებში
- არაკონფლიქტურობა, ტაქტის გრძნობა
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსთან ერთად მისამართზე: . გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოს იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.
ან შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართებზე:
თბილისი, აღმაშენებლის, 148/3
თბილისი, აღმაშენებლის, 150
განაცხადები მიიღება 2011 წლის 4 ივლისამდე
აპლიკანტების საყურადღებოდ: ტესტირებასა და გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!