სადაზღვევო კომპანია „პსპ დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე ჰოსპიტალში.
ძირითადი ფუნქციები:
- ჰოსპიტალში შემოსულ დაზღვეულთა იდენტიფიკაცია ბაზაში;
- სამედიცინო მომსახურების ტიპის განსაზღვრა და კოორდინირება;
- სადაზღვევო შემთხვევის მართვა კონტრაქტის პირობების მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (ზოგადი პროფილის ექიმი)
- კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Windows, MS Office);
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
გამოცდილება:
- სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება
- კლინიკაში ექიმად/ექიმის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- დიპლომატიურობა და თავაზიანობა
- პრეზენტაბელობა;
- კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი;
- სისხარტე, ოპერატიულობა;
- პუნქტუალობა და აკურატულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსთან ერთად მისამართზე: . გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.
ან შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 148/III ან აღმაშენებლის გამზ. 150
აპლიკანტების საყურადღებოდ:
სააპლიკაციო ფორმები/რეზიუმეები ფოტოს გარეშე არ მიიღება!
ტესტირებასა და გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 8 ივლისი.