სადაზღვევო კომპანია „პსპ დაზღვევა” აცხადებს ვაკანსიას ასისტანსის ოპერატორის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დაზღვეულთა სატელეფონო ზარების მიღება, გადამისამართება;
- სამედიცინო მომსახურების ტიპის განსაზღვრა;
- კლინიკაში დაზღვეულთა ვიზიტის დაგეგმვა, დამატებითი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
- გადაუდებელი მდგომარეობების დროს სიტუაციის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (ზოგადი პროფილის ექიმი, ან ექიმი-პედიატრი)
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (განსაკუთრებით EXCEL);
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
- სადაზღვევო კომპანიაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- გამართული მეტყველება, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- სისხარტე, ოპერატიულობა;
- თავაზიანობა, დელიკატურობა;
- ყურადღების სწრაფი გადანაცვლების უნარი;
- სიზუსტე, აკურატულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსთან ერთად მისამართზე: . გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზედაც შემოგაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.
ან შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 148/III ან აღმაშენებლის გამზ. 150
განაცხადები მიიღება 2011 წლის 8 ივლისამდე.
აპლიკანტების საყურადღებოდ!
ტესტირებასა და გასაუბრებაზე ვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.