საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს მომავალი და ახალბედა ჟურნალისტებისთვის, "ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის" თემაზე მომზადებული საუკეთესო ბეჭდვითი ნამუშევრების გამოსავლენად.
კონკურსის მიზანია სტიმული მისცეს მომავალ და ახალბედა ჟურნალისტებს, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხების პროფესიულად და ეთიკურად გაშუქებისთვის, რაც აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
კონკურსის პირობები:
-კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ახალბედა და მომავალ ჟურნალისტებს.
-საკონკურსო სტატია შეიძლება დაწერილი იყოს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე;
-ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო სტატიის წარმოდგენა;
-სტატია მოცემული უნდა იყოს MS Word-ის ფაილში, Sylfaen 10-იანი შრიფტით და უნდა შეიცავდეს არა უმეტეს 1,200 სიტყვას; ნაბეჭდი ტექსტი თანდართული სურათით არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 1 გვერდს.
საკონკურსო ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები დაეფუძნება ბავშვთა საკითხების კორექტულად და ეთიკურად გაშუქების სახელმძღვანელო პრინციპებს (იხ. კრებული "მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები").
პრიორიტეტი მიენიჭება ნამუშევრებს, რომლებიც ემსახურება:
-საზოგადოების მართებული მიდგომის ჩამოყალიბებას ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით;
-დაზარალებული ბავშვის, ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი სხვა ადამიანების დახმარების გზების ჩვენებას;
-ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციული ღონისძიებების დასახვას.
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს ბავშვზე ძალადობის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებისა და ჟურნალისტისაგან შემდგარი ჟიური.
-საუკეთესო სტატიების ავტორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
-საუკეთესო სტატიები გამოქვეყნდება ძალადობისგან ბავშვთა დაცვის კავკასიური ქსელის ელექტორონულ გვერდზე:
-კონკურსში გამარჯვებულებს საშუალება ექნებათ გახდნენ ძალადობისგან ბავშვთა დაცვის კავკასიური ქსელის წევრები.
კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: (ელექტრონული გზავნილის დასათაურება: "Young Journalists").
გამოგზავნილ საკონკურსო სტატიას თან უნდა ახლდეს მოკლე ბიოგრაფია, საკონტაქტო მონაცემების მითითებით. სასურველია ფოტოსურათის დართვაც.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 27 თებერვალი.
გამარჯვებული სტატიები გამოვლინდება 2012 წლის 26 მარტს.