საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შპს.   ალგანი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  გუდვილი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ქეა  შირნჰოფერი  შ.პ.ს დიზაინ სითი  პროფკურორტი 
Oxford House  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  აიელსი საქართველოს უნივერსიტეტი  One World   კავკასიის აკადემიური ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ბიდისი აკადემია  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  P/T/G 
   ვაკანსია:

სპეციალური შეთავაზება სტუდენტებისთვის

   კომპანია:

P/T/G

   განთავსებულია:  10 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  10 ნოე. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  welcome@ptg-georgia.com
   ტელეფონი:  (+995 32)2213440
   კატეგორია:

განათლება/სწავლება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სპეციალური შეთავაზება სტუდენტებისთვის

P/T/G აცხადებს სპეციალურ ფასდაკლებას სტუდენტებისთვის - ზოგად, აკადემიურ, ბიზნეს ინგლისურის კურსებსა და საერთაშორისო ტესტებში მოსამზადებელ პროგრამებზე (TOEFL, IELTS, GMAT, GRE)
ფასდაკლების მისაღებად
დარეგისტრირდით 15 ოქტომბრამდე!

მოკლედ კურსების შესახებ:

ზოგადი ინგლისურის შემსწავლელი პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს სასაუბრო ინგლისური ენის ცოდნა, ჰქონდეს პრაქტიკა ინგლისურ ენაზე მეტყველებაში და განავითაროს კომუნიკაციის ჩვევები ენის ოთხივე ნაწილში: საუბარი, მოსმენა, კითხვა და წერა.

ბიზნეს ინგლისური _ მათთვის ვისაც სურს ინგლისურის ენის და საქმიანი უნარჩვევების გაუმჯობესება სამსახურში გამოსაყენებლად.
სწავლების პროცესში ჩართული იქნება ბიზნეს ქეისები. მსმენელები შეისწავლიან
ბიზნეს ტერმინოლოგიას, პრეზენტაციების ჩატარებას და მოლაპარაკებების წარმართვას; ჩაატარებენ მარკეტინგულ კვლევებს; შეისწავლიან ბიზნეს კორესპონდენციას; შეადგენენ ბიზნეს გეგმებს; ასევე დაწერენ CV-ის და სამოტივაციო წერილებს; მოემზადებიან სამსახურეობრივი გასაუბრებებისთვის და შეავსებენ აპლიკაციებს.

აკადემიური ინგლისურის კურსი განკუთვნილია მათთვის:

    - ვინც ემზადება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. მისი მიზანია მოამზადოს მსურველები ქართული, ევროპული და ანგლო-ამერიკული უნივერსიტეტების აკადემიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
    - ან ვისაც სურს, რომ უფრო მაღალ დონეზე, სიღრმისეულად შეისწავლოს და დახვეწოს ინგლისური ენა.

სწავლების პერიოდში ყურადღება ექცევა ისეთი უნარების გამომუშავებას, როგორიცაა კრიტიკული კითხვა, აკადემიური წერა, მოსმენა და გამართული საუბარი. ეს პროგრამა კარგი საფუძველი გახდება მათთვის, ვინც მომავალში აპირებს საერთაშორისო ტესტების და ეროვნული გამოცდების ჩაბარებას.
 
სწავლება მიმდინარეობს ენების შესახებ საერთო-ევროპული ჩარჩო-შეთანხმებით (CEFR) გათვალისწონებული დონეების მიხედვით:

    * A1, A2 –  Basic User
    * B1, B2 –  Independent User
    * C1, C2 – Proficient User

საერთაშორისო ტესტებში მოსამზადებელი პროგრამები:

    * TOEFL
    * IELTS
    * GMAT
    * GRE
    * SAT

აგრეთვე, P/T/G –ის კურსდამთავრებულებს ეძლევათ უნიკალური შანსი B1 დონის შემდეგ ფასდაკლებით ჩააბარონ (Test of English for International Communication)-ის საერთაშორისო ტესტი და აიღოთ ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.etsglobal.org

TOEIC-ის საერთაშორისო სერთიფიკატი შეგიძლიათ გამოიყენოთ სწავლის გასაგრძელებლად ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებში და სამსახურში დასაწინაურებლად როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

კურსის პირობები:

    - შესაძლებელია, როგორც ჯგუფური ასევე ინდივიდუალური მეცადინეობები.
    - თქვენი სურვილის შემთხვევაში, გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია როგორც ჩვენს ოფისში, ასევე თქვენს სახლში.

კურსს წარუძღვებიან, ქართველი და უცხოელი კვალიფიციური პედაგოგები. დიაგნოსტიკური ტესტის საშუალებით ჩაირიცხებით შესაბამის საფეხურზე.
სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერი გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ უკეთ შეარჩიოთ სასურველი პროგრამა. ტესტირება და კონსულტაცია უფასოა.

ჩვენთან სწავლის უპირატესობებია

    - მოსწავლეთა მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება;
    - მოსწავლის შედეგებზე ორიენტირებული სწავლება;
    - მცირერიცხოვანი ჯგუფები;
    - სწავლების ხელმძღვანელი, რომელიც მთელი სასწავლო პროგრამის მანძილზე მოგაქცევთ ყურადღებას;
    - უფასო სასწავლო მასალები;
    - ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამეცადინო გარემო;

P/T/G არის დიდი ბრიტანეთისUniversity of Chester, Kaplan International Colleges (KIC), David Game College - University Foundation Programmes (UFP), Eckersley Oxford, Millennium City Academy და Regent’s College London -ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ მსურველებს დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში და წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელ პროგრამებზე სწავლის გაგრძელება.
ფასდაკლების მსურველთა პირველადი რეგისტრაცია გრძელდება 15 ოქტომბრამდე!!!
წარმოადგინე სტუდბილეთი და მიიღე სტუდენტური ფასდაკლება!!!

“ ჩვენ ვზრუნავთ თქვენს წარმატებაზე! “

P/T/G საბურთალო: ა. აფაქიძის #15 (სპორტის სასახლესთან, მაკდონალდსის უკან)
I სად., მე-4 სართ. ტელ.: (+995 32)2213440,  (+995 32)2213441; მობ: (+995 555)965006; (+995 598)252630;

P/T/G ვაკე: ი. ჭავჭავაძის გამზ. #24, I სად., მე-3 სართ.
ტელ.: (+995 32)2251270; მობ: (+995 599)969439; (+995 599)501521

welcome@ptg-georgia.com   www.ptg-georgia.com

საავტორო უფლებები დაცულია. ეს განცხადება წარმოადგენს P/T/G -ის საკუთრებას. დაუშვებელია ამ განცხადების ან მისი რომელიმე ნაწილის  P/T/G -ის თანხმობის გარეშე გამოყენება

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige