"P/T/G" აგრძელებს მიღებას ზოგად და აკადემიურ ინგლისურის კურსებზე.
მოკლედ კურსების შესახებ:
ზოგადი ინგლისურის შემსწავლელი პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს სასაუბრო ინგლისური ენის ცოდნა, ჰქონდეს პრაქტიკა ინგლისურ ენაზე მეტყველებაში და განავითაროს კომუნიკაციის ჩვევები ენის ოთხივე ნაწილში: საუბარი, მოსმენა, კითხვა და წერა.
სწავლება მიმდინარეობს შემდეგ საფეხურებზე:
- Beginner
- Elementary
- Pre-Intermediate
- Intermediate
- Upper Intermediate
- Advance
- Post-Advance
- Proficiency.
აკადემიური ინგლისურის კურსი განკუთვნილია მათთვის:
- ვინც ემზადება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. მისი მიზანია მოამზადოს მსურველები ქართული, ევროპული და ანგლო-ამერიკული უნივერსიტეტების აკადემიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
- ან ვისაც სურს, რომ უფრო მაღალ დონეზე, სიღრმისეულად შეისწავლოს და დახვეწოს ინგლისური ენა.
სწავლების პერიოდში ყურადღება ექცევა ისეთი უნარების გამომუშავებას, როგორიცაა კრიტიკული კითხვა, აკადემიური წერა, მოსმენა და გამართული საუბარი. ეს პროგრამა კარგი საფუძველი გახდება მათთვის, ვინც მომავალში აპირებს საერთაშორისო ტესტების და ეროვნული გამოცდების ჩაბარებას.
სწავლება მიმდინარეობს ენების შესახებ საერთო-ევროპული ჩარჩო-შეთანხმებით (CEFR) გათვალისწინებული დონეების მიხედვით:
- A1, A2 - Basic User
- B1, B2 - Independent User
- C1, C2 - Proficient User.
სიახლე - საჩუქარი "P/T/G"-ის სტუდენტებს: გახდით "P/T/G"-ის სტუდენტი და გაწევრიანდით ჩვენს კინო კლუბში, რაც საშუალებას მოგცემთ დაესწროთ ფილმის საღამოებს.
რა არის ფილმის საღამო?
ნაჩვენები იქნება ამერიკული ან ბრიტანული ფილმი და მოხდება განხილვა ინგლისურ ენაზე, რაც საშუალებას მისცემს მსმენელებს გაიუმჯობესონ მოსმენის და საუბრის უნარები; ასევე შეისწავლონ თანამედროვე სასუბრო ინგლისურის ფრაზები და გამოთქმები. დამსწრე საზოგადოება შეასრულებს კონკრეტულ დავალებებს და ჩაერთვება საინტერესო დისკუსიაში.
კურსის პირობები:
- შესაძლებელია როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მეცადინეობები.
- თქვენი სურვილის შემთხვევაში, გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია როგორც თქვენს ოფისში, ასევე სახლში.
კურსს წარუძღვებიან ქართველი და უცხოელი კვალიფიციური პედაგოგები. დიაგნოსტიკური ტესტის საშუალებით ჩაირიცხებით შესაბამის საფეხურზე.
სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერი გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ უკეთ შეარჩიოთ სასურველი პროგრამა.
ტესტირება და კონსულტაცია უფასოა.
აგრეთვე, "P/T/G"-ის კურსდამთავრებულებს ეძლევათ უნიკალური შანსი B1 დონის შემდეგ ფასდაკლებით ჩააბარონ TOEIC (Test of English for International Communication)-ის საერთაშორისო ტესტი და აიღონ ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:
TOEIC-ის საერთაშორისო სერთიფიკატი შეგიძლიათ გამოიყენოთ სწავლის გასაგრძელებლად ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებში და სამსახურში დასაწინაურებლად, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
ჩვენთან სწავლის უპირატესობებია:
- მოსწავლეთა მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება;
- მოსწავლის შედეგებზე ორიენტირებული სწავლება;
- მცირერიცხოვანი ჯგუფები;
- სწავლების ხელმძღვანელი, რომელიც მთელი სასწავლო პროგრამის მანძილზე მოგაქცევთ ყურადღებას;
- უფასო სასწავლო მასალები;
- ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამეცადინო გარემო.
"P/T/G" არის დიდი ბრიტანეთის University of Chester, Kaplan International Colleges (KIC), David Game College - University Foundation Programmes (UFP), Eckersley Oxford, Millennium City Academy და Regent's College London-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ მსურველებს დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში და წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელ პროგრამებზე სწავლის გაგრძელება.
"P/T/G"-ის აქვს კორპორატიულ კლიენტებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. ჩვენთან თანამშრომლობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: თიბისი ბანკი, რადიო თავისუფლება, Sheraton Palace, Marriott, ბრიტანეთის საელჩო, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ჰაიდელბერგ ცემენტ კავკასუსი, რკინიგზის დეპარტამენტი, GIPA, USAID, UNDP და ა.შ. შესაბამისად, კორპორატიულ ტრეინინგებზე გვაქვს სპეციალური შეთავაზებები, რასაც დეტალურად განვიხილავთ დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მსურველთა პირველადი რეგისტრაცია გრძელდება 2011 წლის 25 ნოემბრამდე.
გრძელდება ფასდაკლების აქცია სტუდენტებზე და შუადღის მეცადინეობებზე დარეგისტრირებული მსმენელებისათვის.
ჩვენ ვზრუნავთ თქვენს წარმატებაზე!
"P/T/G" საბურთალო:
ა. აფაქიძის 15 (სპორტის სასახლესთან, "მაკდონალდსის" უკან), I სად., მე-4 სართ.
ტელ.: 2 213440, 2 213441
მობილური: 555 965006, 598 252630
"P/T/G" ვაკე: ი. ჭავჭავაძის გამზ. 24, I სად., მე-3 სართ.
ტელ.: 2 251270
მობილური: 599 969439, 599 501521