P/T/G გთავაზობთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის და სკოლის ან კოლეჯის მოსწავლეებისათვის XII-კლასის ჩათვლით ინგლისური ენის, მათემატიკისა და ტესტებში მოსამზადებელ კურსებს
დარეგისტრირდით 15 ოქტომბრამდე !
ისარგებლეთ ჯგუფურ მეცადინეობებზე 7%-იანი,
ხოლო ინდივიდუალურ კურსებზე 10%-იანი ფასდაკლებით !
P/T/G - წარმატებით იყენებს ენის შესწავლის ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდების კომპლექსს და მუდმივად შემოაქვს სიახლეები მოსწავლეების მიერ მასალის ათვისების გასაუმჯობესებლად. ენის სწავლება მოიცავს გრამატიკის, ფონოლოგიის, ლექსიკისა და ყოველდღიური სასაუბრო ენის მიზანმიმართულ გამოყენებას. გარდა ინგლისური ენისა ასევე გთავაზობთ მათემატიკაში მოსამზადებელ კურსებს, სადაც სწავლება მიმდინარეობს მაღალეფექტური მეთოდების საშუალებით, რაც უზრუნველყოფს მოსწავლის სწრაფ და შედეგიან პროგრესს. გაკვეთილებზე თანამედროვე სახელმძღვანელოებთან ერთად გამოიყენება დამატებითი მასალაც.
კურსის შესახებ:
ინგლისური ენის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, რომ შეისწავლოს ინგლისური ენის საბაზისო გრამატიკა და ლექსიკა. სწავლების პერიოდში ყურადღება ექცევა ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, როგორიცაა კრიტიკული კითხვა, აკადემიური წერა, გამართული საუბარი და მოსმენა. ეს პროგრამა კარგი საფუძველი გახდება მათთვის, ვინც მომავალში აპირებს საერთაშორისო ტესტების ჩაბარებას და ასევე მომზადებას ანგლო-ამერიკული დაწესებულებების აკადემიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. კურსი მოიცავს ყველა იმ სასწავლო პროგრამას, რომელიც შეისწავლება XII კლასის ჩათვლით.
სწავლება მიმდინარეობს შემდეგ საფეხურებზე:
- Beginner
- Elementary
- Pre-Intermediate
- Intermediate
- Upper Intermediate
- Advance
- Post-Advance
- Proficiency
მათემატიკის კურსი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სურთ შეისწავლონ და განავითარონ მათემატიკის ცოდნა და უნარები, აიმაღლონ თავიანთი მოსწრება ამ საგანში ან წინ გაუსწრონ სასკოლო პროგრამას. მათემატიკის შესწავლა შესაძლებელია ასევე ინგლისურ ენაზეც მათთვის, ვისაც უწევს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ან საქართველოში არსებულ ამერიკულ თუ ბრიტანულ სკოლაში სწავლა, სადაც მეცადინეობები მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
P/T/G - გთავაზობთ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს:
- ზოგადი უნარები
- მათემატიკა
- ქართული
- ინგლისური ენა
ჩვენთან სწავლის უპირატესობებია:
- მოსწავლეთა მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება
- მოსწავლის შედეგებზე ორიენტირებული სწავლება
მცირერიცხოვანი ჯგუფები
სწავლების ხელმძღვანელი, რომელიც მთელი სასწავლო პროგრამის მანძილზე მოგაქცევთ ყურადღებას
უფასო სასწავლო მასალები
წარმატებული სწავლების 11 წლიანი გამოცდილება
კურსის პირობები:
შესაძლებელია როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მეცადინეობები
კურსს წარუძღვებიან ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური პედაგოგები
დიაგნოსტიკური ტესტის საშუალებით ჩაირიცხებით შესაბამის საფეხურზე. სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერი გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ უკეთ შეარჩიოთ სასურველი პროგრამა.
(ტესტირება და კონსულტაცია უფასოა).
“ ჩვენ ვზრუნავთ თქვენს წარმატებაზე! “
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ვაკე: ი.ჭავჭავაძის გამზირი #24, I სად., მე-3 სართ.
ტელ.: 2 25 12 70, მობ.: 599 501 521 (ეკა),
საბურთალო: ა.აფაქიძის #15, I სად., მე-4 სართ.
ტელ.: (+995 32)2213440, (+995 32)2213441; მობ.: (+995 555)965006
საავტორო უფლებები დაცულია. ეს განცხადება წარმოადგენს P/T/G -ის საკუთრებას. დაუშვებელია ამ განცხადების ან მისი რომელიმე ნაწილის P/T/G -ის თანხმობის გარეშე გამოყენება.