P/T/G აცხადებს მიღებას ბიზნეს ინგლისურის კურსებზე.
კურსის აღწერა:
ჩვენი ბიზნეს ინგლისურის პროგრამა სპეციალურად შემუშავებულია მათთვის ვისაც სურს სასაუბრო ინგლისურის გაუმჯობესება სამსახურში გამოსაყენებლად. სწავლების პროცესში ჩართული იქნება ბიზნეს ქეისები. მსმენელები შეისწავლიან ბიზნეს ტერმინოლოგიას, პრეზენტაციების ჩატარებას და მოლაპარაკებების წარმართვას; ჩაატარებენ მარკეტინგულ კვლევებს; შეადგენენ ბიზნეს გეგმებს; დაწერენ CV-ის და სამოტივაციო წერილებს; მოემზადებიან სამსახურეობრივი გასაუბრებებისთვის და შეავსებენ აპლიკაციებს, ასევე შეისწავლიან ბიზნეს კორესპონდენციას.
ჩვენს მეცადინეობებზე, ეფექტური სავარჯიშოების მეშვეობით, თანაბრად ვითარდება ენის ცოდნის ოთხივე უნარი – წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი.
კურსს წარუძღვებიან, მაღალკვალიფიციური – საერთაშორისო სერთიფიკატების და გამოცდილების მქონე, ქართველი და უცხოელი პედაგოგები.
ჩვენთან სწავლის უპირატესობები:
მოსწავლეთა მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება;
მოსწავლის შედეგებზე ორიენტირებული სწავლება;
მცირერიცხოვანი ჯგუფები;
სწავლების ხელმძღვანელი, რომელიც მთელი სასწავლო პროგრამის მანძილზე მოგაქცევთ ყურადღებას;
საერთაშორისო სერთიფიკატების და გამოცდილების მქონე მასწავლებლები
უფასო სასწავლო მასალები;
ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამეცადინო გარემო;
P/T/G –ის კურსდამთავრებულებს ეძლევათ უნიკალური შანსი B1 დონის შემდეგ ჩააბარონ TOEIC (Test of English for International Communication)-ის საერთაშორისო ტესტი.
TOEIC-ის საერთაშორისო სერთიფიკატი შეგიძლიათ გამოიყენოთ სწავლის გასაგრძელებლად ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებში და სამსახურში დასაწინაურებლად როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.
ორგანიზაციებისთვის:
P/T/G-ის აქვს კორპორატიულ კლიენტებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება.
ჩვენთან თანამშრომლობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: TBC ბანკი, რადიო თავისუფლება, Sheraton Palace, Marriott , ბრიტანეთის საელჩო, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ჰაიდელბერგ ცემენტ კავკასუსი, რკინიგზის დეპარტამენტი, GIPA, USAID, UNDP და ა.შ.
შესაბამისად კორპორატიულ ტრეინინგებზე გვაქვს სპეციალური შეთავაზებები რასაც დეტალურად განვიხილავთ დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შესაძლებელია, როგორც ჯგუფური ასევე ინდივიდუალური მეცადინეობები.
თქვენი სურვილის შემთხვევაში, გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია როგორც თქვენს ოფისში, ასევე სახლში
სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერი გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ უკეთ შეარჩიოთ სასურველი პროგრამა. დიაგნოსტიკური ტესტის საშუალებით ჩაირიცხებით შესაბამის საფეხურზე. ტესტირება და კონსულტაცია უფასოა.
P/T/G არის დიდი ბრიტანეთის University of Chester, Kaplan International Colleges (KIC), David Game College - University Foundation Programmes (UFP), Eckersley Oxford, Millennium City Academy da Regent’s College London-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ მსურველებს დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში და წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელ პროგრამებზე სწავლის გაგრძელება.
მსურველთა პირველადი რეგისტრაცია
გრძელდება 11 ნოემბრამდე.
“ ჩვენ ვზრუნავთ თქვენს წარმატებაზე! “
P/T/G საბურთალო: ა. აფაქიძის #15 (სპორტის სასახლესთან, მაკდონალდსის უკან)
I სად., მე-4 სართ. ტელ.: (+995 32)2213440, (+995 32)2213441; მობ: (+995 555)965006; (+995 598)252630;
P/T/G ვაკე: ზ. ფალიაშვილის #33, I სად., მე-2 სართ.
ტელ.: (+995 32)2251270, (+995 32)2223496; მობ: (+995 599)969439
welcome@ptg-georgia.com www.ptg-georgia.com
საავტორო უფლებები დაცულია. ეს განცხადება წარმოადგენს P/T/G -ის
საკუთრებას. დაუშვებელია ამ განცხადების ან მისი რომელიმე ნაწილის P/T/G
-ის თანხმობის გარეშე გამოყენება.