საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ბანკი რესპუბლიკა  DMG WEST LINES  შირნჰოფერი  პროფკურორტი  შპს.  
ალგანი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს დიზაინ სითი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.   ქეა 
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ბიდისი აკადემია  ინგლისური ენის სახლი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  
Oxford House  კავკასიის უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  One World   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  აიელსი 
   ვაკანსია:

აკადემიური, ზოგადი და ბიზნეს ინგლისურის კურსები

   კომპანია:

P/T/G

   განთავსებულია:  10 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  5 ნოე. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  welcome@ptg-georgia.com
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

განათლება/სწავლება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

P/T/G აგრძელებს მიღებას აკადემიურ, ზოგად და ბიზნეს ინგლისურის კურსებზე

შუადღის მეცადინეობებზე დარეგისტრირებული მსმენელები მიიღებენ ფასდაკლებას

მოკლედ კურსების შესახებ:

აკადემიური ინგლისურის კურსი განკუთვნილია მათთვის:

    ვინც ემზადება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. მისი მიზანია მოამზადოს მსურველები ქართული, ევროპული და ანგლო-ამერიკული უნივერსიტეტების აკადემიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
    ან ვისაც სურს, რომ უფრო მაღალ დონეზე, სიღრმისეულად შეისწავლოს და დახვეწოს ინგლისური ენა.

სწავლების პერიოდში ყურადღება ექცევა ისეთი უნარების გამომუშავებას, როგორიცაა კრიტიკული კითხვა, აკადემიური წერა, მოსმენა და გამართული საუბარი. ეს პროგრამა კარგი საფუძველი გახდება მათთვის, ვინც მომავალში აპირებს საერთაშორისო ტესტების და ეროვნული გამოცდების ჩაბარებას.
სწავლება მიმდინარეობს ენების შესახებ საერთო-ევროპული ჩარჩო-შეთანხმებით (CEFR) გათვალისწონებული

დონეების მიხედვით:  

- A1, A2 –  Basic User
- B1, B2 –  Independent User
- C1, C2 – Proficient User
     
ზოგადი ინგლისურის შემსწავლელი პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს სასაუბრო ინგლისური ენის ცოდნა, ჰქონდეს პრაქტიკა ინგლისურ ენაზე მეტყველებაში და განავითაროს კომუნიკაციის ჩვევები ენის ოთხივე ნაწილში: საუბარი, მოსმენა, კითხვა და წერა.

ბიზნეს ინგლისური _ მათთვის ვისაც სურს ინგლისურის ენის და საქმიანი უნარჩვევების გაუმჯობესება სამსახურში გამოსაყენებლად.
სწავლების პროცესში ჩართული იქნება ბიზნეს ქეისები. მსმენელები შეისწავლიან
ბიზნეს ტერმინოლოგიას, პრეზენტაციების ჩატარებას და მოლაპარაკებების წარმართვას; ჩაატარებენ მარკეტინგულ კვლევებს; შეისწავლიან ბიზნეს კორესპონდენციას; შეადგენენ ბიზნეს გეგმებს; ასევე დაწერენ ჩV-ის და სამოტივაციო წერილებს; მოემზადებიან სამსახურეობრივი გასაუბრებებისთვის და შეავსებენ აპლიკაციებს.

სწავლება მიმდინარეობს შემდეგ საფეხურებზე:

- Beginner
- Elementary
- Pre-Intermediate
- Intermediate
- Upper Intermediate
- Advance
- Post- Advance
- Proficiency

კურსის პირობები:

- შესაძლებელია, როგორც ჯგუფური ასევე ინდივიდუალური მეცადინეობები.
- თქვენი სურვილის შემთხვევაში, გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია როგორც თქვენს ოფისში, ასევე სახლში

კურსს წარუძღვებიან, ქართველი და უცხოელი კვალიფიციური პედაგოგები. დიაგნოსტიკური ტესტის საშუალებით ჩაირიცხებით შესაბამის საფეხურზე.
სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერი გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ უკეთ შეარჩიოთ სასურველი პროგრამა.
ტესტირება და კონსულტაცია უფასოა.

აგრეთვე, P/T/G –ის კურსდამთავრებულებს ეძლევათ უნიკალური შანსი B1 დონის შემდეგ ფასდაკლებით ჩააბარონ TOEIC (TOEIC (Test of English for International Communication)-ის საერთაშორისო ტესტი და აიღონ ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.etsglobal.org
TOEIC-ის საერთაშორისო სერთიფიკატი შეგიძლიათ გამოიყენოთ სწავლის გასაგრძელებლად ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებში და სამსახურში დასაწინაურებლად როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

ჩვენთან სწავლის უპირატესობებია

- მოსწავლეთა მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება;
- მოსწავლის შედეგებზე ორიენტირებული სწავლება;
- მცირერიცხოვანი ჯგუფები;
- სწავლების ხელმძღვანელი, რომელიც მთელი სასწავლო პროგრამის მანძილზე მოგაქცევთ ყურადღებას;
- უფასო სასწავლო მასალები;
- ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამეცადინო გარემო;

P/T/G არის დიდი ბრიტანეთის University of Chester, Kaplan International Colleges (KIC), David Game College - University Foundation Programmes (UFP), Eckersley Oxford, Millennium City Academy და Regent’s College London-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ მსურველებს დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში და წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელ პროგრამებზე სწავლის გაგრძელება.

P/T/G-ის აქვს კორპორატიულ კლიენტებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება.

ჩვენთან თანამშრომლობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: TBC ბანკი, რადიო თავისუფლება, Sheraton Palace, Marriott  ბრიტანეთის საელჩო, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ჰაიდელბერგ ცემენტ კავკასუსი,  რკინიგზის დეპარტამენტი,  GIPA, USAID, UNDP და ა.შ.
შესაბამისად კორპორატიულ ტრეინინგებზე გვაქვს სპეციალური შეთავაზებები რასაც დეტალურად განვიხილავთ დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მსურველთა რეგისტრაცია გაგრძელდება 4 ნომებრამდე

შუადღის მეცადინეობებზე დარეგისტრირებული მსმენელები მიიღებენ ფასდაკლებას.


“ ჩვენ ვზრუნავთ თქვენს წარმატებაზე! “

P/T/G საბურთალო: ა. აფაქიძის #15 (სპორტის სასახლესთან, მაკდონალდსის უკან)
I სად., მე-4 სართ. ტელ.: (+995 32)2213440, (+995 32)2213441; მობ: (+995 555)965006; (+995 598)252630;

P/T/G ვაკე: ი. ჭავჭავაძის გამზ. #24, I სად., მე-3 სართ.
ტელ.: (+995 32)2251270; მობ: (+995 599)969439; (+995 599)501521

welcome@ptg-georgia.com     www.ptg-georgia.com
საავტორო უფლებები დაცულია. ეს განცხადება წარმოადგენს P/T/G -ის საკუთრებას. დაუშვებელია ამ განცხადების ან მისი რომელიმე ნაწილის  P/T/G -ის თანხმობის გარეშე გამოყენება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige