ღია კარის დღე ინგლისური ენის საერთაშორისო ტესტებში და ინგლისურ ენაში მომზადების მსურველთათვის.
უცხოეთში სწავლას გეგმავ?
სასწავლებლის შერჩევა და კონსულტაცია გსურს?
ინგლისური ენის უკეთ შესწავლა გინდა?
მაშინ . . . . .
დაესწარით P/T/G – ს ღია კარის დღეს, მიიღეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია,
ისარგებლეთ თქვენთვის განკუთვნილი სპეცალური ფასდაკლებით!
და მიიღეთ მოსაწვევი P/T/G Movie Evning-ზე
რა არის P/T/G Movie Evning?
ნაჩვენები იქნება ამერიკული ან ბრიტანული ფილმი და მოხდება განხილვა ინგლისურ ენაზე, რაც საშუალებას მისცემს მსმენელებს გაიუმჯობესონ მოსმენის და საუბრის უნარები;
ასევე შეისწავლონ თანამედროვე სასუბრო ინგლისურის ფრაზები და გამოთქმები. დამსწრე საზოგადოება შეასრულებს კონკრეტულს დავალებებს და ჩაერთვება საინტერესო დისკუსიაში.
ღია კარის დღე განკუთვნილია მათთვის, ვინც აპირებს ტესტებში მომზადებას ან/და ინგლისური ენის შესწავლას სწავლის გასაგრძელებლად, მუშაობის დასაწყებად ან სამსახურში დასაწინაურებლად საქართველოში ან საზღვარგარეთ, ან უბრალოდ უნდა ინგლისური ენის შესწავლა.
ღია კარის დღეზე განიხილება შემდეგი საკითხები:
TOEIC, TOEFL, IELTS, GMAT, GRE, SAT, FCE, BEC, CPE ტესტების, ზოგადი (General English), ბიზნეს (Business English) და აკადემიური ინგლისურის (Academic English), ასევე გრამატიკის ინტენსიური (Professional Grammar) კურსების ზოგადი მიმოხილვა:
ტესტის განმარტება და სტრუქტურა;
კომპიუტერული და “ფურცლის” ტესტების სპეციფიკა;
სად, როდის და როგორ გამოვიყენებთ თითოეული ტესტის სერტიფიკატს;
შეფასების სისტემები – ერთდონიანი და მრავალდონიანი ტესტები;
რა ქულა არის საჭირო და როგორ მივაღწიოთ მას.
სურვილის შემთხვევაში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება და ინდივიდუალური კონსულტაცია, რის შემდეგაც გადანაწილდებიან ჯგუფებში და დაენიშნებათ მეცადინეობების განრიგი.
მონაწილეები ისარგებლებენ სპეციალური უპრეცენდენტო ფასდაკლებით და სხვა უპირატესობებით P/T/G –ის კურსებზე დარეგისტრირებისას.
ღია კარის დღეს გაუძღვება P/T/G - ის მოსწავლეებთან ურთიერთობის მენეჯერი და სასწავლო დარგის სპეციალისტი.
ღია კარის დღე გაიმართება შაბათობით 17 და 24 სექტემბერს 1, 8, 15 ოქტომბერს P/T/G -ის საბურთალოს ოფისში.
დასწრება უფასოა. დასწრების მსურველებმა მოგვმართეთ წინასწარ – დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე და ჩაეწერეთ.
საბურთალოს ოფისი: აფაქიძეს 15, I სად. IV სართ. (ოფისი მდებარეობს სპორტის სასახლესთან მაკდონალდსის უკან) ტელ: (+995 32)2213440; (+995 32)2213 441; (+995 555)965006; (+995 598)252630
საავტორო უფლებები დაცულია. ეს განცხადება წარმოადგენს P/T/G -ის საკუთრებას. დაუშვებელია ამ განცხადების ან მისი რომელიმე ნაწილის P/T/G -ის თანხმობის გარეშე გამოყენება.