სემინარი კორპორატიული ტრენინგების შესახებ.
P/T/G - ტესტებისთვის მომზადების, უცხო ენების & პროფესიული ტრენინგის ცენტრი აცხადებს უფასო კორპორატიულ სემინარს იმ ორგანიზაციებისთვის რომლებიც მუდმივად ზრუნავენ საკუთარი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სურთ თანამშრომლების ინგლისურ ენაში გადამზადება
სემინარში მონაწილე ორგანიზაციები მიიღებენ საჩუქრად სპეციალურ შეთავაზებას P/T/G - გან.
სემინარზე მოხდება შემდეგი თემების განხილვა:
- კორპორატიული ტრენინგი ინგლისურ ენაში;
- P/T/G – ის სპეციფიკური მიდგომა კორპორატიული ტრენინგებისადმი.
- ზოგადი (General English), ბიზნეს (Business English), აკადემიური ინგლისურის (Academic English), სხვადასხვა სპეც-კურსების, ასევე სასაუბრო (Professional Speaking) და წერითი (Professional Writing) ინტენსიური კურსების ზოგადი მიმოხილვა;
- თანამშრომელთა ენობრივი მომზადების შეფასების სისტემების მიმოხილვა
- საერთაშორისო სამსახურეობრივი ტესტების - TOEIC, ILEC, ICFE, BEC, USMLE - განმარტება და სტრუქტურა
ასევე, სემინარზე, მოხდება P/T/G –ის უკვე არსებული კორპორატიული გამოცდილების გაზიარება.
მონაწილეები, სურვილის შემთხვევაში, გაივლიან ტესტირებას და მიიღებენ დამატებით ინდივიდუალურ კონსულტაციას, რის საფუძველზეც მიიღებენ პერსონალურ შეთავაზებას.
სემინარს გაუძღვება P/T/G - ის მოსწავლეებთან ურთიერთობის მენეჯერი და სასწავლო დარგის სპეციალისტი.
სემინარი გაიმართება შაბათობით 24 სექტემბერს და 1, 8, 15, და 22 ოქტომბერს 12:00 საათზე, P/T/G -ის საბურთალოს ოფისში.
დასწრება უფასოა. დასწრების მსურველებმა მოგვმართეთ წინასწარ – შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნეთ:
საბურთალოს ოფისი: აფაქიძეს 15, I სად. IV სართ. (ოფისი მდებარეობს სპორტის სასახლესთან მაკდონალდსის უკან) ტელ: (+995 32)2213440; (+995 32)2213441; (+995 555)965006; (+995 598)252630
საავტორო უფლებები დაცულია. ეს განცხადება წარმოადგენს P/T/G -ის საკუთრებას. დაუშვებელია ამ განცხადების ან მისი რომელიმე ნაწილის P/T/G -ის თანხმობის გარეშე გამოყენება.