პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი One World გთავაზობთ ტრენინგს:
პიარმენეჯმენტში, საზოგადოებრივ კომუნიკაციებსა და ღონისძიებათა მართვაში
ტრენინგ კურსი განკუთვნილია საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინაციის სპეციალობის, საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში მომუშავე პირებისათვის. ასევე, კურსის გავლა შეუძლიათ სხვა დაინტერესებულ პირებსაც, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს პიარკომუნიკაციები.
ტრენინგ კურსის შესახებ:
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
კურსის მიზანია, პიარ-მენეჯმენტის, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების უნარის სისტემის საფუძვლების სწავლება, თანამედროევე პიარ-ტექნოლოგიების, ბრენდის ფორმირების ზოგადი მექანიზმების გაცნობა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება, რომელიც დაეხმარებათ მსმენელებს პიარ-მენეჯერის ფუნქციების წარმატებით შესრულებაში. მსემენელები მიიღებენ უახლეს ცოდნას, გამოცდილებას, მიდგომებს, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს პიარის სფეროში, რაც მათ საშუალებას მისცემს წარმატებით განახორციელონ პიარ-სამსახურის ფუნქციები.
ტრენინგ კურსის თემატიკა:
- პიარის ზოგადი მიმოხილვა
- პიარის მიზანი, პიარსპეციალისტის ფუნქციები
- პიარის პროცესების მართვა: პრობლემის განსაზღვრა, დაგეგმვა პროგრამირება . . .
- კრიზისული პიარის მართვა
- საზოგადოებასთან ურთიერთობა
- მარკეტინგული კომუნიკაციები
- ეფექტური კომუნიკაცია და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გამომუშავება
- საჯარო გამოსვლები და პრეზენტაციის უნარები
- ბრენდინგის საფუძვლების გაცნობა
- ღონისძიებების (ივენთების) დაგეგმვა და მართვა
- ჯგუფური პროექტი და პროექტის პრეზენტაცია
კურსს პიარმენეჯმენტსა და საზოგადოებრივ კომუნიკაციებში წარუძღვება გამოცდილი ტრენერი, პიარ-მენეჯერი ირინა ცერცვაძე
კურსის ხანგრძლივობა: 1,5 თვე (24 საათი), კვირაში 2-ჯერ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი
ჯგუფური მეცადინეობა – 10 კაცი
კურსის საფასური: 230 ლარი
კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირებისა და პრეზენტაციის საფუძველზე გაიცემა One World სერტიფიკატი.
კურსი შესაძლებელია ინგლისურ ენაზეც.
კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომის მოპოვების მსურველთათვის კურსის საფასური 850 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი One World
მისამართი: რ. ერისთავის ქ. 12 ( ვაკე, მრგვალი ბაღი)
ტელ/ფაქსი: 22 55 95 / 890 23 55 95
ელ. ფოსტა: ; ;