"დემოკრატიის სკოლა" აცხადებს მიღებას ადმინისტრაციის ასისტენტის ვაკანსიას თელავში.
მოვალეობები:
- თელავის დემოკრატიის სკოლის საკონტაქტო პირის ფუნქციები. მუდმივი კომუნიკაცია სკოლის სტუდენტებთან, ტრენერებთან და პროექტის პარტნიორებთან.
- ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობა, როგორიცაა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტი, პოლიტიკური პარტიების რეგიონული ოფისები, თვითმმართველობა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები
- სკოლის ლოგისტიკის წარმართვა; სახელდობრ, ტრენინგის სესიების, შეხვედრების და დებატების ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა
- მოხსენებების და პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება; ღონისძიების შეჯამება, ლექციების შეფასებების შედგენა, მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაიჯესტი და პროექტის მოხსენებები NIMD-ის მოთხოვნების შესაბამისად
- პროექტის აქტივობების ორგანიზება და დაკავშირებული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება
- თელავის დემოკრატიის სკოლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ადმინისტრაციული მხარდაჭერა
- რეგულარული კომუნიკაცია "NIMD"-ის თბილისის ოფისთან
- პროგრამის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
უნარები:
- საქართველოს, განსაკუთრებით კახეთში მოღვაწე, სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების ცოდნა და შესაბამისი მუშაობის გამოცდილება
- კავშირები კახეთში არსებული თვითმმართველობის, არასამთავრობო, მედია და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან
- პროექტის დაგეგმვის, მართვის და შეფასების უნარები
- საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის და პოლიტიკური პარტიების ცოდნა
- კომპიუტერთან და ინტერნეტში მუშაობის უნარები
- სასურველია საუნივერსიტეტო განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სფეროში
- სასურველია ინგლისური ენის ფლობა.
კომპეტენციები:
- ძლიერი ორგანიზატორული ჩვევები
- კომუნიკაბელურობა და ადამინებთან ურთიერთობების ძლიერი უნარები
- პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი
- დისციპლინირებული, საიმედო და პუნქტუალური
- მკაცრად დადგენილ ვადებში სამსახურის შესრულების უნარი.
ადმინისტრაციული ასისტენტი ანგარიშვალდებული იქნება "NIMD"-ის წარმომადგენელთან საქართველოში.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ თავიანთი რეზიუმე მისამართზე: 2011 წლის 12 ივნისამდე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.