"N1 მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე ქუთაისში.
მოვალეობები:
- მარკეტის მართვა-მონიტორინგი და კონტროლი.
- ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების მოგვარება.
- ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრისა და სერვისის ამაღლების მიზნით მიზნობრივი ბაზრის მუდმივი შესწავლა და ანალიზი.
- გაყიდვების გაზრდის მიზნით ყოველკვირეული რეკომენდაციების შემუშავება.
- მარკეტინგული პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება.
- ფინანსური მხარე - თანხის გაცემა, გადარიცხვები, ხელფასების გაცემა.
- დროის მენეჯმენტის სწორი განსაზღვრა და შესასრულებელი სამუშაოების წინასწარ დაგეგმვა.
- ყოველთვიური ხარჯთაღრიცხვის წიგნაკის წარმოება.
- კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევის კონტროლი.
- გარეგნული იერის და ქცევის წესების დაცვის კონტროლი, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
- თანამშრომლებისათვის პროდუქციის ცოდნის დონის ამაღლების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში.
- ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი.
მოთხოვნები:
- მენეჯერად მუშაობის გამოცდილება.
- უმაღლესი განათლება.
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
- სასურველია მარკეტის კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- მიზანმიმართული, მოტივირებული, მოწესრიგებული.
- სამუშაოთა დაგეგმვის და მათი განხორციელების ორგანიზაციის უნარი.
- ადამიანებთან კონსტრუქციული ურთიერთობის უნარი.
- კონფლიქტურ და კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
- ენერგიულობა.
- კომუნიკაბელურობა.
სამუშაო საათები: 8:00 - 21:30.
დასვენება: კვირა.
ანაზღაურება: 600 ლარი.
კანდიდატებმა რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, წარმოადგინეთ ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.