ინტერნეტ მაღაზია "My Mobile" აცხადებს კონკურსს მთავარი ბუღალტრის/ფინანსისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბუღალტერია/ფინანსები/ეკონომიკა);
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- ქართული, რუსული, ინგლისური ენების ცოდნა;
- სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების და საბუღალტრო პროგრამის "SuperFin" ცოდნა;
- სასურველია ვაჭრობის სფეროში სამუშო გამოცდილება.
- ასაკი: 30 წლის ზემოთ.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლიანი და კომუნიკაბელური;
- ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღებიანობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი საგადასახადო კოდექსის ცოდნა და სწორი საბუღალტრო სტრატეგიის არჩევის და დაგეგმვის გამოცდილება;
- რეალიზებული საქონლის, ნაშთების საბუღალტრო/ფინანსური აღრიცხვა და კონტროლი;
- ყოველდღიური სალაროს წიგნის წარმოება;
- ყოველთვიური ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვა, ბალანსების წარმოება და წარმოდგენა;
- საბანკო, საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა;
- ყოველთვიური ან/და ყოველკვირეული შეჯამებული საბალანსო ანგარიშების წარმოდგენა;
- ფინანსური მოგება/ზარალის აღრიცხვა და დაჯამება (ყოველთავიურად, ყოველწლიურად)
- სხვა მოვალეობები პასუხისმგებლობის შესაბამისად.
განრიგი: სრული სამუშაო დღე (სხვა სამსახურთან შეთავსების გარეშე).
ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე მისამართზე: hr@mymobile.ge 2011 წლის 20 სექტემბრის
ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის
დასახელება "Accountant". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ
განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.