ინტერნეტ მაღაზია "My Mobile" აცხადებს კონკურსს ინფორმაციული ტექნოლოგიების შესყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია კომპიუტერული, მობილური, ფოტო/ვიდეო და პერიფერიული ტექნიკის ცოდნა;
- აუცილებელია ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე შესყიდვების წარმოების და ორგანიზების გამოცდილება;
- აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში ან/და სატელეკომუნიკაციო სექტორში;
- აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- სქესი: მამრობითი (აუცილებლად);
- ასაკი: 22-35 წ.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მოლაპარაკებების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- გამართულად მეტყველების უნარი;
- დროის მართვის უნარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება. კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობა გაყიდვების სამსახურთან;
- შესავსები პროდუქციის ოპერატიული შესყიდვების ორგანიზება, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე;
- პერმანენტული კვლევა;
- დოკუმენტალური მხარის სრულფასოვნების უზრუნველყოფა; საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება, აღრიცხვა და კონტროლი;
- სტატისტიკის წარმოება;
- სხვა მოვალეობები პასუხისმგებლობის შესაბამისად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს!
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე მისამართზე: hr@mymobile.ge 2012 წლის 31 იანვრის
ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის
დასახელება - "IT Procurement Executive". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი
კანდიდატურა არ განიხილება.