"მობიპეი" არის ახალი, რევოლუციური და მეტად მოსახერხებელი საგადახდო სისტემა, რომლის გამოყენებაც ხდება მობილური ტელეფონით. მობიპეის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ დაფარონ კომუნალური გადასახადები, იყიდონ მობილური სასაუბრო დრო, შეიძინონ საქონელი სავაჭრო ობიექტებში, წამებში გაუგზავნონ თანხა მობიპეის სხვა მომხმარებლებს და მათგანაც მიიღონ თანხები - ეს ყველაფერი შეასძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. მობიპეი წარმოადგენს შპს "ოუფენ რევოლუშენის" მიერ შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ, საერთაშორისო საგადახდო ქსელის ფილიალს.
"მობიპეი" ამჟამად ეძებს კვალიფიცირებულ და მოტივირებულ კანდიდატებს ცხელი ხაზის გამავალი ზარების ოპერატორის თანამდებობისათვის.
თანამდებობა ექვემდებარება ცხელი ხაზის ცენტრის უფროსს.
მოვალეობები:
- გამავალი ზარების განხორციელება მობიპეის მომხმარებლების ნომრებზე.
- მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა კამპანიის თუ სერვისის შესახებ.
- მომხმარებლებისაგან ინფორმაციის მოპოვება კომუნალური ანგარიშების წარმდგენებთან, საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით ან დავალებისამებრ და მოპოვებული ინფორმაციის შენახვა მობიპეის ინტერნეტ-პლატფორმაზე.
- მომხმარებლების ხარჯვითი სტიმულირების მოხდენა სატელეფონო ზარების მეშვეობით.
- მომხმარებლებისათვის მობილური ტელეფონით ფინანსური ოპერაციის განხორციელებისათვის საჭირო ეტაპების ახსნა.
- ცხრილების შევსება და ანგარიშების წარმოება.
- ცხელი ხაზის ცენტრის უფროსის მიერ გაცემული გაყიდვებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
კვალიფიკაციები:
- მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება ტელემარკეტინგის ან გაყიდვების სფეროში
- მაღალგანვითარებული უნარ-ჩვევები გაყიდვების სფეროში
- კომუნიკაბელურობა, თავდაჯერებულობა და მეგობრულობა
- კომპიუტერის კარგი ფლობა, პროგრამების MS Excel/Access ცოდნა
- ქართული და რუსული ენის ფლობა, სასურველია ინგლისურიც
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ინგლისურენოვანი CV და მოტივაციის წერილი უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: .