ტურისტული სააგენტო Magic Travel აცხადებს ვაკანსიას ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიას ესაჭიროება გამოცდილი კადრი სრულ სამუშაო განაკვეთზე, რომელიც შეძლებს ჩამოაყალიბოს და განავითაროს ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნეს ურთიერთობები, მოიზიდოს პოტენციური პარტნიორი ორგანიზაციები, აწარმოოს მათთან საქმიანი ურთიერთობა, იზრუნოს კლიენტების მოზიდვაზე და მონაწილეობა მიიღოს ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბებაში - კომპანიის განვითარებისა და შემდგომი წარმატებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- ჩამოაყალიბოს და განავითაროს ტურიზმის ბიზნესის ძირითადი მარკეტინგული მიმართულებები,
- აქტიური მონაწილეობა მიიღოს ახალი ტურისტული პროდუქტების შემუშავებასა და შემდგომ განვითარებაში
- განსაზღვროს შიდა და გარე ტურების განვითარების გეგმა შესაბამისი ფინანსური ბიუჯეტით
- პერმანენტულად აწარმოოს და ადმინისტრაციას წარუდგინოს ტურების ბიუჯეტის ფინანსური ანალიზი
გამოცდილება, განათლება და უნარ-ჩვევები:
- მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება ტურიზმის მენეჯმენტის სფეროში
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში (მარკეტინგ-მენეჯმენტი, ფინანსური მენეჯმენტი, ტურიზმის მენეჯმენტი..)
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები (Excel, Word, Outlook, PowerPoint. corel, photo shop, )
- საქმიანი ურთიერთობების, ბიზნეს შეხვედრების, პრეზენტაციების მაღალ დონეზე წარმოების უნარი
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (მართლწერა, მეტყველება)
დამატებით სხვა ენების, მათ შორის, ებრაული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულმა პირებმა 2011 წლის 20 ნოემბრამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე;