კომპანია "Key Management Solutions | KMS Georgia", საერთაშორისო 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დაკვეთით, საზღვარგარეთ, ყატარის დედაქალაქ დოჰაში,
2 წლიანი კონტრაქტით აცხადებს ლეგალურ დასაქმებას სასტუმროში, სხვადასხვა
თანამდებობებზე. მიმწვევი მხარე უზრუნველყოფს ცხოვრებას სასტუმროს მიერ
გამოყოფილ საერთო საცხოვრებელში, დაზღვევას და კვებას. კანდიდატების
შერჩევა იწარმოებს თბილისში, სასტუმროს კადრების დირექტორის მიერ.
აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
სამსახურის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ შესაძლებელია შვებულებით დაბრუნება. ფასიანი შვებულების ხანგრძლივობაა 21 დღე.
გასაუბრებები იწარმოებს შემდეგ ვაკანსიებზე:
1. რესტორნის მენეჯერის მოადგილე/Assistant Restaurant Manager
2. რესტორნის ზედამხედველი ("სუპერვაიზერი")/Restaurant Supervisor
3. ბარმენი/Bartender
4. მიმტანი/Waiter
5. მზარეული 1 კატეგორიის/Chef De Partie, Commis
6. კონსიერჟი/Concierge
7. შიკრიკი/Bellman
8. გამაჯანსაღებელი ცენტრის მენეჯერის მოადგილე/Assistant Spa Manager
9. მასაჟისტი/Massage Therapist
10. სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერი/Guest Service Manager
11. დასუფთავების სამსახურის ზედამხედველი/Assistant Housekeeping Manager
12. ღონისძიებების კოორდინატორი/Event Coordinator
13. ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი -ელექტრიკოსი/Electrician
14. ტექნიკური სამსახურის ზედამხედველი/Engineering Supervisor
15. დაცვის ზედამხედველი/Security Supervisor
16. დაცვის თანამშრომელი/Security Associate
17. შემოსავლების ზედამხედველი/Account Officer
18. საწყობის თანამშრომელი/Store Clerk
მხოლოდ იმ კანდიდატებმა, ვისაც გაქვთ სასტუმროში მუშაობის გამოცდილება
(არანაკლებ 3 წელი) და ძალიან კარგად ფლობთ ინგლისურ ენას, გამოაგზავნეთ CV
ელფოსტაზე: maia.tsereteli@kmsgeorgia.com
შეკითხვებისათვის დარეკეთ: 2 250567.