საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ინჟინერი - სამუშაოების ზედამხედველი (# IDPCDP-IC-07). გამოცხადებულია 2 ვაკანსია: 1 დასავლეთ საქართველოში, 1 აღმოსავლეთ საქართველოში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში "სამინისტრო"), ფინანსთა სამინისტროსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ("მსოფლიო ბანკი") ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ახალი ინიციატივა "ახალ" და "ძველ" დევნილთა დასახმარებლად - "საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების პროექტი". აღნიშნული პროექტი ფინანსდება "სახელმწიფო და მშვიდობის მშენებლობის ფონდი"-ს ("SPF") მეშვეობით, გრანტი #TF-094187GE.
იძულებით გადაადგილებულ პირთა თემის განვითარების პროექტს აქვს სამი (3) ამოცანა - საქართველოში სამიზნე იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ/ეკონომიკური რეინტეგრაციის პროცესის განმტკიცება, შემდეგი გზით: ა) შესაბამის (სამიზნე) თემებში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ხელსაყრელი პირობების გაზრდით, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ თემის განვითარებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში; ბ) სამიზნე თემებში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ძირითად ინფრასტრუქტურაზე, მომსახურეობაზე, დასაქმებასა და ხელსაყრელ საარსებო შესაძლებლობებზე მისაწვდომლობის გაზრდის გზით; და გ) იგპ-თა მხარდასაჭერად ეროვნული უნარიანობის ამაღლებით.
ამოცანა მიღწეული იქნება პროექტის სამი კომპონენტის საქმიანობების შესრულებით:
პირველი კომპონენტი: სათემო მიკრო პროექტები
მეორე კომპონენტი: სამინისტროს უნარიანობის ამაღლება
მესამე კომპონენტი: პროექტის მართვა
პროექტის მართვისა და განხორციელების მიზნით სამინისტროში შეიქმნა პროექტის აღმასრულებელი ერთეული - სსიპ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრი. ერთეული შედგება შემდეგი წევრებისგან: აღმასრულებელი დირექტორი/პროექტის მენეჯერი, ფინანსურ საკითხთა მართვის სპეციალისტი, შესყიდვების სპეციალისტი და პროექტის თანაშემწე. ერთეული ცალსახად პასუხისმგებელია პროექტის ძირითადი მომსახურეობით უზრუნველყოფაზე, მათ შორის ტექნიკურ ზედამხედველობასა და ხარისხის კონტროლზე, პროექტის სამოქმედო სახელძღვანელოში მოცემული ოპერატიული პროცედურების შესაბამისად, ფინანსურ საკითხთა მართვასა და საბუღალტრო აღრიცხვაზე, გადასახადებზე, შესყიდვებზე, სამართლებრივ, ადმინისტრაციულ მხარდაჭერაზე, კომპიუტერულ უზრუნველყოფაზე, სათარგმნ/სათარჯიმნო საქმიანობებზე და მონიტორინგსა და შეფასებაზე.
ინჟინერი-სამუშაოების ზედამხედველის ზოგადი ვალდებულებანი:
კონსულტანტი ზედამხედველობას გაუწევს სათემო მიკრო პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც შეასრულებს დამქირავებლის მიერ შერჩეული კონტრაქტორი ორგანიზაცია. კონსულტანტი დაეხმარება დამქირავებელს თემების მიერ წარმოდგენილი მიკრო პროექტების ტექნიკური ნაწილის შეფასებაში. კონსულტანტი ასევე შეაფასებს არქიტექტორული კომპანიების მიერ წარმოდგენილ პროექტებს და კონსულტაციას გაუწევს დამქირავებელს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში.
სპეციფიური დავალებები:
სამუშაოების ზედამხედველობა:
- კონსულტანტი ახორციელებს ზედამხედველობას სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების პროცესში, კალენდარული გეგმის შესაბამისად, ობიექტის მიღება-ჩაბარებამდე და დეფექტურობის პერიოდის ამოწურვამდე.
- კონსულტანტმა უნდა მოახსენოს დამკვეთს ნებისმიერი ცვლილების ან გადახრების შესახებ ხელშეკრულებიდან, მიაწოდოს ინფორმაცია სამუშაოების დაბალი ხარისხით წარმოების შემთხვევაში, აგრეთვე აწვდის დამკვეთს საკუთარ რეკომენდაციებს სირთულეების დაძლევის გზების შესახებ.
- თუკი მშენებლობის განხორციელების პროცესში საჭირო ხდება ცლილებების შეტანა და დამატებითი სამუშაოების წარმოება, კონსულტანტი მოამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას და შეიტანს სათანადო ცვლილებებს პროექტში.
- კონსულტანტი ვალდებულია სულ მცირე 3 მონიტორინგის ვიზიტი განახორციელოს სამუშაოების მსვლელობის დროს, უზრუნველყოს რომ კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილ შუალედურ შესრულების აქტებში ჩამოთვლილი სამუშაოები შესრულდა ხარისხიანად, ხელშერულების პირობების შესაბამისად, და ავტორიზაცია გაუწიოს აქტებში მითითებული სამუშაოების ანაზღაურებას.
- პროექტის დასრულების შემდეგ კონსულტანტი ადგენს შესრულების/მიღება ჩაბარების აქტს, სადაც დეტალურად იქნება მითითებული შესრულებული სამკუშაოების ჩამონათვალი და არსებული ღირებულება.
- კონსულტანტი ვალდებულია მოინახულოს ობიექტი კონტრაქტის დამთავრების შემდეგ, დეფექტურობაზე პასუხისმგებლობის პერიოდში და დამქირავებელს და კონტრაქტორს წარუდგინოს იმ დეფექტების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხევაში), რომლის აღმოფხვრაც უნდა მოხდეს კონტრაქტორის მიერ.
სათემო მიკრო პროექტების ტექნიური შეფასება:
- კონსულტანტი საინჟინრო ანალიზს გაუკეთებს თემების მიერ წარმოდგენილი მიკრო პროექტების ტექნიურ ნაწილს.
- კონსულტანტმა ადგილზე უნდა მოინახულოს ობიექტ(ებ)ი და შეაფასოს, თუ რამდენად შეესასბამება თემის მიერ წარმოდგენილი პროექტში მითითებული სამუშაოებები საჭიროებებს. კონსულტანტმა უნდა მოახდინოს წარმოდგენილი ფასების და მოცულობების ანალიზი არსებულ სამშენებლო ნორმებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში და საჭირო მითითებები უნდა მისცეს თემს იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი პროექტი, ხარჯთაღრიცხვა, სპეციფიკაციები, ნახაზები, იყოს სრულყოფილი და მზად სატენდეროდ გასატანად.
- კონსულტანტმა დამკვეთს და სათემო კავშირებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ საჭირო ნებართვების/უფლებების შესახებს, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს არსებული კანონმდებლობა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად.
არქიტექტურული კომპანიების მიერ წარმოდგენილ პროექტებს შეფასება და დახმარება სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში:
- კონსულტანტი ვალდებულია განიხილოს დამკვეთის მიერ დაქირავებული არქიტექტურული კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტები (ხარჯთაღრიცხვა, სპეციფიკაციები, განმარტებითი ბარათი, საპროექტო ნახაზები); საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კომპანიას წარმოდგენილი პროექტ(ებ)ში ცვლილებების/შესწორებების შეტანა.
- კონსულტანტი დახმარებას გაუწევს დამკვეთს სატენდერო დოცუმენტაციის მომზადებაში და ასევე შემოსული წინადადებების შეფასებაში.
ობიექტების ჩამონათვალი:
ქვევით იხილეთ იმ ობიექტებსი ნუსხა რომლებსაც ზედამხედველობა უნდა გაუწიოს კონსულტანტმა:
დასავლეთ საქართველო:
1. ქ. ზუგდიდი, ვექტორის ჩასახლება - 3 კორპუსის ბრტყელი გადახურვის მოწყობა;
2. ქ. ქუთაისი, კოპინტარის სამხედრო დასახლება - გზის რეაბილიტაცია;
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ზედა ეწერი, წყლის მიწოდების გაუმჯობესება;
4. ქ. ქუთაისი, "მთის ბროლი" - ჰელიო სისტემის მონტაჟი.
აღმოსავლეთ საქართველო:
1. მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წილკანი - კომპნირებული, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა:
2. სოფ. სკრა - დამხმარე სათავსოების აგება:
3. ბაზალეთის ჩასახლება - გაზის სისტემის შეყვანა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
4. სოფ. იალრუჯა, მარნეულის მუნიციპალიტეტი - გზის რეაბილიტაცია;
5. სოფ. საგურამო, მცხეთის მუნიციპალიტეტი - ეზოს კეთილმოწყობა;
6. სოფ. ფრეზეთი - წლის დებეტის გაზრდა;
7. სოფ. მოხისი - დამხმარე სათავსოების აგება;
8. სოფ. ახალსოფელი - დამხმარე სათავსოების აგება;
9. სოფ. ხურვალეთი - დევნილთა კოტეჯების გადახურვა;
10. სოფ. შავშვები - დევნილთა კოტეჯების გადახურვა;
11. სოფ. წინამძღვიანთკარი - ფანჯრების გამოცვლა, აივნების მიშენება;
12. ქ. გორი, ავტოკემპინგი - სპორტდარბაზის რეაბილიტაცია;
13. სოფ. თელიანი - სანიაღვრე არხების მოწყობა;
14. სოფ. ქვემო ბოლნისი - სკოლაში იატაკის დაგება და შეღებვა.
შესაფასებელი სათემო მიკრო პროექტები:
2011 წლის ბოლომდე დამკვეთმა 21 თემის მიერ წარმოდგენილი მიკრო პროექტი უნდა გადასცეს შესაბამის კომისიას დასამტკიცებლად.საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტანტი ვალდებულია მოინახულოს თითოეული თემი და რეკომენდაცია გაუწიოს წარმოდგენილი პროექტის ტექნიკურ ნაწილს. თემების ჩამონათვალი, რომლებთანაც კონსულტანტს მოუწევს მუშაობა მოცემულია ქვევით:
დასავლეთ საქართველო:
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭალე, "ფოცხოს დასახლება";
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ახალაბასთუმანი, სკოლა-ინტერნატი;
- ქ. სენაკი, პროფესიული სასწავლებელი No. 139, სამტრედიის ქ. 48;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ცაიში, სანატორიუმის 1 და 2 კორპუსები;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნარაზენი, "ხეცერის მეურნეობა";
- ქ. ზუგდიდი, ი. ჭავჭავაძის ქ. 6, სტამბა;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი, "ტექნიკუმი";
- ქ. ფოთი, სასწავლო ცენტრი, ჯავახიშვილის No. 1 ჩიხი.
- ქ. სამტრედია, ჭავჭავაძის ქ. 2, სს "ბალნეოლოგიური კურორტი";
- ხონის მუნიციპალიტეტი, სამხედრო დასახლება;
- ქ. ქუთაისი, ლესელიძის ქ. 3, ყოფილი ფიზ-მათ ინსტიტუტი;
- ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. 52, სამხედრო ლიცეუმი;
- ქ. სამტრედია, სს "სამტრედია 2002";
- ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ჩაქვი, ყოფილი სკოლა.
აღმოსავლეთ საქართველო:
- ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. 1,2;
- ქ. მცხეთა, ყოფილი ტურბაზა;
- გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარალეთი;
- გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბერბუკი;
- ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქ. 107;
- ქ. ბორჯომი, ხანძთელის ქ. 30, შპს "სამკურნალო საწევრო გაერთიანება";
- მარნეულის მუნიციპალიტეტი, დაბა შაუმიანი, ყოფილი სამხედრო ბაზა.
საანგარიშგებო ღონისძიებები: ინჟინერ კონსულტანტი ანგარიშვალდებულია პროექტის დირექტორთან. ასევე ვალდებულია ინფორმაცია გაუზიაროს სამინისტროს შესაბამის სამსახურებს.
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: ხელშეკრულების თავდაპირველი ხანგძლივობაა 5 თვე, აგვისტო-დეკემბერი, 2011, შესაძლო გაგრძელებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი დიპლომი არქიტექტურის/მშენებლობის დარგში;
- მუშაობის სულ მცირე 10 წლიანი გამოცდილება;
- სამუშაოების ზედამხედველობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
- AutoCAD-ის და ინგლისური ცოდნა და დევნილებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
განცხადების წარდგენა:
დაინტერესებულმა პირებმა დეტალური რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, ქართულ ენაზე, ელექტრონულად უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: 2011 წლის 17 აგვისტოს 17:00 საათამდე.