დასაქმების სააგენტო "Human Capital"-ი აცხადებს ვაკანსიას წამყვანი სადაზღვევო კომპანიისათვის, სრულ განაკვეთზე მომუშავე პროგრამისტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში;
- C/C++/ და C#-სთან მუშაობის გამოცდილება;
- MS SQL სერვერის DB ადმინისტრირების გამოცდილება;
- სასურველია პროგრამირებაში პროფესიული მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
- მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
-მუდმივი თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის მოტივაცია;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- პუნქტუალობა და წვრილმანი დეტალებისადმი ყურადღების გამახვილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სადაზღვევო კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების მომსახურება და დახვეწა;
- ფუნქციონალური მოთხოვნების საფუძველზე ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება და შესრულება;
- ახალი პროგრამული მოდულების შექმნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - პროგრამისტი (ლათინური შრიფტით). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
განაცხადები მიიღება 2011 წლის 22 ივლისის ჩათვლით.