დასაქმების სააგენტო "Human Capital" აცხადებს ვაკანსიას წამყვანი სადაზღვევო კომპანიისათვის სრულ განაკვეთზე მომუშავე კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სრული უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
- სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული მახასიათებლები:
- პრეზენტაციების წარმართვის უნარი;
- მოლაპარაკებისა და გაყიდვის პროცესის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
- მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- არაკონფლიქტურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- პუნქტუალობა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
- სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და პრეზენტაციების ჩატარება;
- დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა;
- სადაზღვევო მომსახურების პროცესის კოორდინაცია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (ლათინური შრიფტით). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განაცხადები მიიღება 2011 წლის 7 ივლისამდე.