work @ GO!
გიყვართ ტექნოლოგიები? შეგიძლიათ განასხვავოთ ერთმანეთისაგან CPU & GPU, Intel & AMD, LCD & Plasma, iOS & Android? ხართ ახალგაზრდა, მოტივირებული და კრეატიული? გინდათ იმუშავოთ მაღაზიაში და გაყიდოთ უმაღლესი დონის უახლესი ელექტრონული მოწყობილებები ისეთი მსოფლიო-ლიდერი მწარმოებლებისაგან როგორიცაა Apple, Canon, Dell, HP, Nikon & Samsung? ეს თქვენი შანსია!
GO! Electronics-ი ეძებს გაყიდვების ახალ კონსულტანტებს - „მეGOბრებს“. ხართ კვალიფიცირებული? გაეცანით ჩვენს მოთხოვნებს:
-ინფორმაციული ტექნოლოგიების, მობილური ტელეფონების, ფოტო და აუდიო-ვიდეო აპარატურის მაღალ დონეზე ცოდნა;
-მუდმივად ინფორმირებულობა უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ;
-კრეატიული, ყურადღებიანი, მეგობრული და კომუნიკაბელური;
-შრომისმოყვარე, ამბიციური გუნდური მოთამაშე;
-ბრწყინვალედ მოსაუბრე ქართულად (რუსულის ცოდნა ჩაითვლება პლიუსში);
-თავისუფალი გრაფიკი (თანამშრომელს უნდა შეეძლოს მუშაობა როგორც დღის ასევე საღამოს ცვლაში):
-საცალო ვაჭრობაში (განსაკუთრებით სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროში) გამოცდილება ჩაითვლება პლიუსში;
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია ელ.-მისამართზე - და სათაურში მიუთითოთ „გაყიდვების კონსულტანტი“
-CV;
-ფოტოსურათი;
-სამოტივაციო წერილი
ჩვენ არ განვიხილავთ მხოლოდ იმ აპლიკაციებს, რომლებიც არ შეიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილს;ჩვენ გავესაუბრებით კანდიდატთა მცირე ჯგუფს, ვინც სრულად დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას;
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენი Facebook-ის გვერდს: