ფარმაცევტული კომპანია "GMP" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ქალაქ თბილისში, იმერეთში, აჭარასა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება:
-უმაღლესი სამედიცინო განათლება - სამკურნალო, მედიცინის ან პედიატრიის ფაკულტეტი
-ზოგადი მედიცინის საფუძვლებისა და ფარმაკოლოგიის ბაზისური ცოდნა - აუცილებელია
-სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება - სასურველია
-რუსული ენის ცოდნა - სასურველია
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე - აუცილებელია.
პიროვნული თვისებები:
-კომუნიკაბელობა, სითამამე ახალ სოციალურ სიტუაციებში
-არაკონფლიქტურობა, ტაქტის გრძნობა
-ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსთან ერთად მისამართზე: 2012 წლის 15 მარტამდე. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.
აპლიკანტების საყურადღებოდ: ტესტირებასა და გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!