საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS) აცხადებს კონკურსს სტაჟიორის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება პოლიტიკური მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების ან ეკონომიკური მეცნიერებების სფეროებში;
- სასურველია კონკურსანტი იყოს ზემოთჩამოთვლილი სპეციალობებიდან ერთ-ერთი სამაგისტრო კურსის ან ბაკალავრიატის კურსდამთავრებული. კონკურსში შესაძლებელია ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსების (3-4 კურსი) სტუდენტთა მონაწილეობაც.
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.
ძირითადი საქმიანობა:
- წინასწარ განსაზღვრულ საკითხებზე ყოველკვირეულად ინფორმაციის მოპოვება და მისი ანალიზი;
- თანამშრომლობა კვლევითი პროექტის ექსპერტებთან და მენტორებთან.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება სტიპენდია. სტაჟირების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ საკუთარი ანკეტა ბიოგრაფიული ცნობებით (CV), ქართულ ან ინგლისურ ენაზე, მისამართზე: 2011 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
საბოლოო შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ. გასაუბრების თარიღის და ზუსტი დროის შესახებ მოკლე სიაში მოხვედრილ აპლიკანტებს დამატებით ეცნობებათ.