საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აცხადებს ჟურნალისტების კონკურსს სასწავლო პროგრამაში "ჟურნალისტების ცოდნის გაღრმავება ეკონომიკასა და ფინანსებში" მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა გამიზნულია ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებით დაინტერესებული ჟურნალისტების ცოდნის გაღრმავებისთვის.
პროგრამაში მონაწილე ჟურნალისტები შეირჩევიან კონკურსის წესით - გასაუბრების საფუძველზე.
პროგრამა დაიწყება 2011 წლის ოქტომბერში და გაგრძელდება მარტამდე.
ჟურნალისტები სასწავლო კურსს გაივლიან ძირითადი სამუშაოდან მოწყვეტის გარეშე - მეცადინეობა და შეხვედრები ჩატარდება დილის საათებში. პროგრამა ითვალისწინებს სპეციალიზებულ ლექციებს ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში (70 სთ.). ლექციები წარიმართება ქართულ ენაზე და მას წაიკითხავენ მაღალკვალიფიციური ქართველი სპეციალისტები. სასწავლო პროცესში, მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, დაგეგმილია ოთხი დისკუსია ეკონომიკა-ფინანსების სფეროს იმ დროისთვის აქტუალურ თემებზე. პროგრამის ფარგლებში ჟურნალისტები, მენტორების ხელმძღვანელობით, იმუშავებენ ფინანსებისა და ეკონომიკის საკითხებზე ანალიტიკური წერილების შექმნაზე. თითოეულმა მონაწილემ უნდა დაწეროს 4 ასეთი წერილი. ეს ნაშრომები გამოქვეყნდება ფონდის ვებ-პორტალზე:. პროექტის ბოლოს გამოვლინდება ოთხი საუკეთესო ანალიტიკური ნაშრომი, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდებიან. პროგრამაში მონაწილე ჟურნალისტები პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებენ სერტიფიკატს.
პროექტში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტებმა ფონდში უნდა წარმოადგინონ:
- შევსებული ანკეტა (ფორმა დართულია);
- ბიოგრაფიული მონაცემები (ე.წ. რეზიუმე);
- მოტივაციის წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება აპლიკანტის დაინტერესება ჩვენი
პროგრამით (ერთი გვერდი);
- სარეკომენდაციო წერილი ან წარდგენა დასაქმების ადგილიდან.
გასაუბრების დღის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ მოგვიანებით.
პროგრამის ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".
საბუთები მიიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი, 2011 წ, 18.00 სთ.
მისამართი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, თბილისი, ჩიტაძის ქ. 3/ა.
ტელ.: 2 473555
ფაქსი: 2 985265
საკონტაქტო პირი: რუსუდან მარგიშვილი - 595 333312
ელფოსტა: