სწრაფი კვების რესტორნების ქსელი FreschCo აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სენდვიჩის ამწყობი
ექვემდებარება: ცვლის უფროსს, მენეჯერს
პოზიციის შინაარსი:
სენდვიჩის ამწყობი ესალმება და ემსახურება კლიენტებს, ამზადებს საკვებს, აკონტროლებს საკვების უსაფრთხოებას და სანიტარულ ნორმებს, უზრუნველყოფს მინიმალურ საბუთბრუნვას. მომხმარებლის მომსახურების ხარისხი არის მთავარი კომპონენტი ამ პოზიციისთვის.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- ამზადებს საკვებს სუფთად, დროულად და დელიკატურად.
- კარგად იცნობს მენიუს ელემენტებს და აცნობს მათ სტუმრებს დეტალურად. ატარებს მხიარულ და დამხმარე მანერას სტუმრებთან ურთიერთობაში.
- ამოწმებს პროდუქციას სათავსოებში და ალაგებს მათ უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად.
- ალაგებს რესტორნის ფართს მითითებისამებრ.
- ესალმება მომხმარებლებს და ამზადებს მათ შეკვეთებს. იყენებს სალარო/სარეალიზაციო აპარატს რათა აღრიცხოს შეკვეთები და გამოიანგარიშოს გადასახდელი თანხა, იღებს შეკვეთის თანხებს მომხმარებლებისგან და უბრუნებს მათ ხურდას.
- ესმის და ექვემდებარება ყველა ხარისხის სტანდარტს, ფორმულებს და პროცედურებს ისე როგორც გაწერილია ოპერაციების ჟურნალში.
- აღრიცხავს ყველა ფულის, პურის, ნედლეულების და სხვა მასალების მოძრაობის ფორმას.
- საჭმლის მომზადების, საჭმლის მიწოდების და დასუფთავების დროს საქმიანობას ახორციელებს საკვების შესაბამისი მომზადების, უსაფრთხოების და სანიტარიზაციის სტანდარტების დაცვით.
- ინარჩუნებს პროფესიონალურ იერსახიეს და ჩაცმულობას ისე როგორც გაწერილია საოპერაციო ჟურნალში
- ახორციელებს მცირე საბუთბრუნვას მითითების მიხედვით.
მოთხოვნები:
- განათლება: საშუალო ან ექვივალენტი განათლება
- გამოცდილება: წერილობითი და სიტყვიერი ინსტრუქციების აღქმის და შესრულების უნარი.
ფიზიკური:
- სასიამოვნო გარეგნობის გოგო/ბიჭი, ასაკი 18 დან 25 წლამდე.
- უნდა შეეძლოს რესტორნის ნებისმიერ სექციაში მუშაობა და სალარო/სარეალიზაციო აპარატის ოპერირება.
- პოზიცია ითვალისწინებს ფიზიკურ დატვირთვას მთელი დღის განმავლობაში და 4-8 კგ-მდე სიმძიმის საგნებთან ურთიერთობას შიგადაშიგ.
დაინტერესებულმა პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტოსურათი ელ ფოსტის მისამართზე: , ტელ: (+995 322)306893